"ირაკლი ალასანიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ განიხილება", - ამის შესახევ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტო ერთ-ერთი წარმატებული უწყებაა.
„ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყებაა, რომლის თაობაზეც საუბრობენ ნატო-ს გენერალური მდივანი, აშშ-ის უმაღლესი თანამდებობის პირები და სხვა ჩვენი ევროპელი პარტნიორები. ამიტომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველაფერი გაირკვეს. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გაირკვევა, უბრალოდ არ მინდა მოვლენებს წინასწარ გავუსწრო. ვაცადოთ გამოძიებას", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
მისი თქმით, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა თავის თანამშრომლებს თავდებში უდგება და უწყება მზადაა, მაქსიმალური გამჭვირვალეობისთვის.
საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, გამოვლენილ იქნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოქმედი მაღალი თანამდებობის პირების მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვის ფაქტი.
მასალის გამოყენების პირობები






