თავდაცვის სამინისტროს დაკავებული მაღალჩინოსნების საქმით ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩები დაინტერესდნენ. მათ დეტალური ინფორმაცია თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა გააცნო.
„განსაკუთრებული აქცენტი, რა თქმა უნდა, გაკეთდა გუშინ გახმაურებულ ფაქტზე, რომელიც ჩვენი 5 კოლეგის დაკავებას უკავშირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებს და სამხედრო ატაშეებს სრული ინფორმაცია მივაწოდეთ. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ თავდაცვის სამინისტრო მაქსიმალურად ტრანსპარენტული უწყებაა, განსაკუთრებით აღვნიშნავ შესყიდვების პროცესში არსებულ ტრანსპარენტულობას, რაც არაერთგზის აღნიშნულა ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ამდენად, თავდაცვის სამინისტრო დაინტერესებულია, რომ გამოძიოება სრულყოფილად წარიმართოს და გამოვთქვამთ მზადყოფნას, ვითანამშრომლოთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მასალის გამოყენების პირობები






