საქართველოს საგარეო უწყება სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ განცხადებას ავრცელებს
პოლიტიკა - 20:20, 29 Oct, 2014     1771

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ ევროკომისიის მეორე ანგარიშის გამოქვეყნებასთან დაკავშირებით:

„საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს ევროკომისიის მიერ საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ მეორე ანგარიშის გამოქვეყნებას, რაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღების მიმართულებით.

ანგარიშის თანახმად, საქართველომ შეასრულა სავიზო დიალოგის პირველი (საკანონმდებლო) ფაზის მოთხოვნები. შესაბამისად, კომისიას შეუძლია შეუდგეს სამოქმედო გეგმის მეორე ფაზით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეფასებას.

აღსანიშნავია, რომ მიღწეული პროგრესი საქართველოს სახელმწიფო უწყებების მიერ ერთობლივად განხორციელებული სამუშაოს შედეგია. საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე მიესალმება საშინაო საქმეთა ევროკომისარის ქ-ნ სესილია მალმსტრომის დადებით შეფასებას ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევასთან დაკავშირებით.

საქართველოს მთავრობა ადასტურებს მზადყოფნას განახორციელოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მე-2 ფაზით გათვალისწინებული მოთხოვნები“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42