გუშინ საღამოს, სოფელ ორთაშენთან ხმაური იყო, მიზეზი საპატრულო პოლიციასა და მოქალაქის დავით კარელიძეს შორის შეხლა-შემოხლა გახდა.
პატრულმა, მამა შვილი კარელიძეები იმ დროს დააჯარიმა როდესაც ისინი ორთაშენის სასაფლაოდან ბრუნდებოდნენ.
„სასაფლაოდან მოვდიოდით, საღამო იყო. ბენზინი გამოგველია და გზის სავალი ნაწილიდან გადავიყვანე მანქანა. ჩემი ბიჭი მეჯდა გვერდით და ვუთხარი, წავალ ბენზინს მოვიტან, შენ აქ დარჩი და ავარიულები ჩართე-თქო. მე გადმოვედი მანქანიდან და ჩემი ბიჭიც გადაჯდა რულზე და ავარიონები ჩართო. ზუსტად ამ დროს მოვიდა პატრული და ჩემ ბიჭს უთხრა „პრავა“ გაქვსო? ამან უპასუხა არაო. ხო და უნდა დაგაჯარიმოთო. მე ვუთხარი რომ გაჩერებულ მანქანაში იჯდა და დაჯარიმების უფლება არ ჰქონდა. მაგრამ რას გავხდი, ხელით მათრიეს, მაგინებდნენ, მლანძღავდნენ. მანქანაში ჩაჯექი შენი დედა ........“
კარელიძეები „ნიუპოსტთან“ საუბრისას ამბობენ რომ, პატრულმა ჯარიმის ოქმი ადგილზე არ დაწერა.
ინციდენტის დროს დავით კარელიძემ გონება დაკარგა, იგი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. საავადმყოფოდან გამოწერის შემდეგ კი მას ნათხოვარი ავტომობილი საჯარიმოზე გადაყვანილი დახვდა. „როდესაც საავადმყოფოდან გამომწერეს, მივედი საპატრულოში და დამახვედრეს ჩემს არასრულწლოვან ბიჭზე გამოწერილი ჯარიმის ფურცელი. საიდან გადავიხადო 500 ლარი? ან რატომ უნდა გადავიხადო? უსამართლოდ! ასე წერია ვითომ ჩემი შვილი მარტავდა საჭეს რაც არის ტყუილი“ ამბობს დავით კარელიძე. აღნიშნული საკითხით „ადამიანის უფლებათა ცენტრი“-ს შიდა ქართლის ოფისი დაინტერესდა რომელიც საპატრულო პოლიციიდან, დაჯარიმების აქტს და საპატრულო ეკიპაჟის მიერ მომხდარის დროს სამკერდე ვიდეო კამერებით გადაღებული მასალის მიწოდებას ითხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






