"ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო „წითელი ზონა“ წყვეტს გადაცემის დასასრულს ფილმების ჩვენებას",- ნათქვამია გადაცემის "ფეისბუქის გვერდზე გავრცელებულ ანონსში.
" შემოგვთავაზეს თავიანთი პაკეტი, სადაც ძირითადად ჰოლივუდური ფილმებია და ეს ფილმები არ შეესაბამება ჩვენს თემატიკას, შესაბამისად იმ ფილმების გაშვებას, რასაც მაუწყებელი გვთავაზობს, გადავწყვიტეთ, რომ საერთოდ აღარ გაგვეშვა ფილმები. ახალი ფილმები აქვთ, გახმოვანებული რაც აქვთ, ძველი ფრანგული ფილმები, ფრანგულმა ცენტრმა თხოვა გაეხმოვანებინა, ამ ფილმებზე უკვე ლიცენზია აღარ აქვთ და შესაბამისად იმ ფილმებსაც ვეღარ ვიყენებთ",-ამბობს გადაცემის პროდიუსერი დათო გურგენიძე "ნეტგაზეთთან" საუბრისას.
"საზოგადოებრივი არხის" გენერალური დირექტორის მოადგილე გოგა ჩართოლანი ამბობს, რომ "რადიო თავისუფლებასთან" დადებული კონტრაქტის მიხედვით, "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ფილმების შესყიდვა კონკრეტულად ამ გადაცემისთვის არ ევალება.
"ჩვენ კონტრაქტი გვავალდებულებს მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ უზურნველყოფას და ეთერში გაშვებას. ჩვენ მათ ვამარაგებთ არქივის მასალებით, რაც გადაცემისთვისაა საჭირო, ჩვენი არქივის თანამშრომელი ემსახურება, ანუ ერთობლივი კონტრაქტი გვავალდებულებს, რომ უზრუნველვყოთ ყველა საჭირო ინვენტარით, თუ მათ დაჭირდებათ კამერა, კასეტა ასე შემდეგ. მცირეთანხიანი ფილმი, რომელიც ჩვენც გვჭირდებოდა და გამოვიყენებდით ამ გადაცემაშიც, შეიძლებოდა შეგვეძინა, შარშანაც და წელსაც ჩვენ ნუსხა გადავეცით უკვე არსებული ფილმების, შესაბამისაად არსებული ფილმებიდან მათ თავად უნდა აერჩიათ. ვერც ჩვენ და ვერც "რადიო თავისუფლება" ისეთი ორგანიზაციები ვართ, ვერ დავუშვებთ, რომ არალიცენზირებული ფილმები გავუშვათ ეთერში".- ამბობს ჩართოლანი.
მისივე თქმით, "საზოგადოებრივი მაუწყებელი" მზადაა "რადიო თავისუფლებასთან" კონტრაქტს გადახედოს და ეს მათ შესთავაზეც კიდეც. თუმცა შეკითხვას გულისხმობს თუ არა კონტრაქტის გადახედვა "საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის" ფილმების შეძენის ვალდებულების გაჩენას, ჩართოლანი პასუხობს:
" ეს"რადიო თავისუფლების" და "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მოლაპარაკების თემაა, რა გვაწყობს, რა ფინანსურ დანახარჯთან იქნება დაკავშირებული ეს ყველაფერი, ბუნებრივია ეს მოლაპრაკების თემაა, მაგრამ აქამდე არც მისულა საქმე, რომ ჩვენ დაგვეწყო მოლაპარაკება, რამდენადაც ჩვენ ამ ეტაპზე ფილმის შეძენის რეალური საშუალება არ გვაქვს, საუბარია 2014 წელზე, შეიძლება 2015 წლიდან სულ სხვა რეალობა იყოს. ჩვენ უკიდურესად გვინდა, რომ "წითელ ზონას" ჰქონდეს ფილმი, ეს არ არის ჩვენი არჩევანი, რომ მათ ფილმი არ ჰქონდეთ, რადგან ვთვლით, რომ ეს პროექტი მოიცავს ფილმსაც და ძალიან გვინდა, რომ იყოს ფილმი, რადგან ეს პროექტი ამდენი ხანია ამ ფორმით მიმდინარეობს".
წყარო "ნეტგაზეთი"
მასალის გამოყენების პირობები






