„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ირმა ნადირაშვილი პრემიერმინისტრის განცხადებას ეხმაურება, სადაც პრემეირი აცხადებს, რომ 15 ნოემბრის აქციაზე პროვოკაციაა დაგეგმილი:
„რუსეთის პოლიტიკის მთავარი დასაყრდენის, ივანიშვილის მსახურს, ღარიბაშვილს, დღეს ეყო თავხედობა და პოლიტიკურ ოპოზიციას უწოდა მოღალატეები. სწორედ დღევანდელი ხელისუფლების მოღალატეობრივი, მტრის ფეხებთან მოლაქუცე პოლიტიკის გასაპროტესტებლად, 15 ნოემბერს, რუსთაველზე გამოვა ძალიან ბევრი ადამიანი და არავის არ უნდა გაუკვირდეს ამ ადამიანებისთვის 15 ლარიანი მოსყიდული ხალხის წოდება, ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ პრემიერმინისტრი და მთლიანად ხელისუფლება არის პანიკაში ამ მოსალოდნელი ხალხმრავალი აქციის გამო, მაგრამ ისინი მიუხედავად იმისა, რა განცხადებებს გააკეთებენ, ცხადია ხელს ამ აქციის ჩატარებას ვერანაირად ვერ შეუშლიან და სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, თუ იქნება ვინმესთვის რაიმე თანხის შეთავაზება, ეს იქნება უშუალოდ ღარიბაშვილისა და მისი სუს-ის პროვოკაცია. შესაძლოა პუტინის ლაქიას, ივანიშვილის არ ესმოდეს, რომ სამშობლოს სიყვარულს და საკუთარი ღირებულებების დაცვას თანხა არ სჭირდება, მაგრამ ეს ჩვენს მომხრეებს, ქართველ ხალხს და პატრიოტებს ძალიან კარგად ესმით“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






