
პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით "ქართული ოცნება – რესპუბლიკელები"-ს ფრაქციის თავმჯდომარემ დავით ბერძენიშვილმა მთავრობა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მის ინიციატივას "ფსევდო-იმიტირებული", "სამარცხვინო" უწოდა.
„ჩვენმა ფინანსთა სამინისტრომ და მთლიანად მთავრობამ ვერ მოახერხა გამოეძებნა თანხები მომავალი წლის ბიუჯეტში და ამიტომ ეს კანონპროექტი არის შემოტანილი მხოლოდდამხოლოდ იმისთვის, რომ ევროსასამართლოს მიერ კილაძეების საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შესასრულებლად იმიტაციური ნაბიჯები გადაიდგას. ცუდად მოიქცა წინა ხელისუფლება, ცუდად იქცევა ჩვენი დღევანდელი ხელისუფლებაც, როდესაც თბილისის ახლადარჩეული მერი ჩვენი კოალიციის წარმომადგენელი, თავად პერსონალურად არ იღებს ხელფასსზე დანამატს, მაგრამ 26 მაღალჩინოსანს, ვიცემერებს, დეპარტამენტების უფროსებსა და სხვებს უნიშნავს გაორმაგებულ შემოსავალს. ახლა რაც ხდება, ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და მე არ მინდა, თანაზიარი ვიყო ამ სირცხვილში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსი“- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა
იუსტიციის სამინისტროს ავტორობით მომზადებული ცვლილებებით, რეპრესირებულთათვის კომპენსაციის საჭიროებას და გასაცემი ფულადი კომპენსაციის კონკრეტულ ოდენობას სასამართლო დაადგენს, პირის ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, რეპრესირებულთა მიმართ განხორციელებული იძულების სხვადასხვა ფორმის სიმძიმის და სხვა ობიექტური ფაქტორების გათვალისწინებით.
მასალის გამოყენების პირობები






