პარლამენტში დღეს დეპუტატების განცხადებების ტრადიციული მოსმენა მიმდინარეობდა, სადაც უმრავლესობის წევრმა, თამარ კორძაიამ ქალთა ძალადობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა რომ ხელისუფლებაში მიუხედავად 2 წლიანი ყოფნისა ქვეყანაში სისტემური პრობლემები მაინც არსებობს.
„სისტემა უნდა დაინგრეს. ეს იყო ის მოთხოვნა რომელსაც ჩვენ მოქალაქეები გვიყენებდნენ არჩევნებამდე და ამ დაპირებას ვაძლევით მათ. სისტემის დანგრევა ბუნებრივია გულისხმობს ახლის აშენებას. ჩვენი მხრიდან სისტემის დანგრევა არ გულისხმობდა მხოლოდ და მხოლოდ წინა ხელისუფლების, „ნაციონალური მოძრაობის“ როგორც სუბიექტის დემონტაჟს. სისტემის დანგრევაში გულისხმობდა მმართველობის იმ მანკიერი მეთოდებზე უარის თქმას რაც ქონდა ჩვენს წინამორბედს, იმის წინამორბედს და კიდევ იმის წინამორბედს“.
კორძაიამ მმართველი ხელისუფლების მიერ აქამდე არ შესრულებულ სისტემურ პრობლემად ფარული მოსმენების საკითხი და „ოდეერების“ თემაც დააყენა.
„უნდა ვთქვათ უარი ფარული მოსმენების დღეს არსებულ სისტემაზე. ჩვენ უნდა ვთქვათ უარი ე.წ. „ოდეერების“ სისტემაზე და ეს იქნება რეალური წყვეტა ძველ სისტემასთან, განთავისუფლება წარსულისაგან და ეს უნდა გავაკეთოთ დღეს რადგან ხვალ იქნება გვიან“, -განაცხადა თამარ კორძაიამ.
მასალის გამოყენების პირობები






