ხვალ, 30 ოქტომბერს, 11.00 საათზე, სასტუმრო ვერე პალასის საკონფერენციო დარბაზში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი მორიგ სამუშაო შეხვედრას გამართავს, რომელზეც აღნიშნულ ჯგუფის ფორმატში მომუშავე პოლიტიკური პარტიები დეტალურად განიხილავენ არსებულ საარჩევნო სისტემასა და მისი გაუმჯობესების გზებს.
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფი აერთიანებს 15 პოლიტიკურ პარტიას და მისი მიზანია გასაზღვროს ფუნდამენტური საარჩევნო რეფორმის ძირითად პრიორიტები დღევანდელი ქართული საზოგადოების მოთხოვნების გათვალისწინებით.
წინა, 23 ოქტომბრის სხდომაზე, ინტერპარტიულმა ჯგუფმა განისაზღვრა საარჩევნო რეფორმის ოთხი პრიორიტეტი:
1. საარჩევნო სისტემის სამართლიანობა;
2. საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობის ხარისხის ზრდა;
3. ამომრჩეველთა სიების დაზუსტება;
4. კონკურენტული წინასაარჩევნო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა.
მასალის გამოყენების პირობები






