დეფაქტო აფხაზეთი რუსეთთან ხელშეკრულების გაფორმების დეტალებზე საუბრობს
პოლიტიკა - 17:38, 29 Oct, 2014     1348

„საქართველო, რომ მშვიდობისმოყვარე ქვეყანა ყოფილიყო, რუსეთთან ამ ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების აუცილებლობა არ იქნებოდა“- განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩიკირბამ.

რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახალი ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობა საქართველოს აგრესიული პოლიტიკის გამო გაჩნდა, ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩიკირბამ აფხაზეთის ტელევიზიის ეთერში განაცხადა.

„უსაფრთხოება სამხრეთ ფლანგზე აფხაზეთისთვის და რუსეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ამასთან დაკავშირებით ჩვენ სრული ურთიერთგაგება გვაქვს, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ერთობლივად, რამდენადაც საქართველო გეგმავს ნატოში შესვლას და აშშ აქტიურად ლობირებს საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას - განაცხადა ჩიკირბამ. მისი თქმით, ნატოს მრავალი მაღალჩინოსანი ჩადის საქართველოში, აწარმოებს მოლაპარაკებებს, ,,ჩვენ არ ვიცით ამ მოლაპარაკებების შინაარსი, მაგრამ ცხადია რომ ეს წევრობისთვის მოსამზადებელი მოლაპარაკებებია.“

ეს, ჩიკირბას აზრით „იქნება პირდაპირი საფრთხე აფხაზეთისთვის და რუსეთისთვის, ამაში რუსეთის და აფხაზეთის ინტერესები ემთხვევა“ „ამით აიხსნება ამ ხელშეკრულების გაფორმების აუცილებლობაც-აცხადებს ის - საქართველო, რომ მშვიდობისმოყვარე ქვეყანა ყოფილიყო, რუსეთთან ამ ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების აუცილებლობა არ იქნებოდა“

დე ფაქტო მინისტრის განცხადებით „აუცილებელია ახალი შეთანხმების დეტალური განხილვა, რაც უკვე მიმდინარეობს პარლამენტში და საგარეო უწყებაში“ „ჩვენ გვჭირდება ექსპერტული პასუხები ამ პროექტზე“- აღნიშნა ჩიკირბამ.

„ახალი ხელშეკრულება ბევრ რამეში ემთხვევა 2008 წლის ხელშეკრულებას, აქ არის იგივე დებულებები, ახალი შეთანხმების საჭიროება კი გაუარესებულმა სიტუაციამ მოიტანა, - განაცხადა მან. რთული ვითარებაა უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში, სირიაში, ერაყში და ყოველივე ეს ჩვენს გარშემო ხდება და ჩვენ გვჭირდება ამ გამოწვევებს ვუპასუხოთ. ბუნებრივია, ყველა ზომების მიღება ჩვენ მოკავშირეებთან ერთად მოხდება“.

ჩიკირბა მიიჩნევს, რომ ახალი შეთანხმების პროექტის განხილვა ექსპერტების მიერ მშვიდ სიტუაციაში უნდა მოხდეს, ცივი გონებით და არა ემოციების ფონზე, რადგან ამ შეთანხმებით აფხაზეთის მომავალი ბედი წყდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42