რა შეუთვალა 2 წლის წინ შაშკინმა ალასანიას და რას ,,იმკის“ თავდაცვის მინისტრი
პოლიტიკა - 17:01, 29 Oct, 2014     4226
თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაპატიმრებასა და ირაკლი ალასანიას უწყებაში შექმნილ ვითარებაზე ,,ნიუპოსტი“ თავდაცვის ყოფილ მინისტრს დიმიტრი შაშკინს ესაუბრა. ,,რასაც დასთესავ, იმას მოიმკი“, - აღნიშნავს შაშკინი ,,ნიუპოსტთან“ საუბარში და ირაკლი ალასანიას 2 წლისწინანდელ პერიოდს ახსენებს.

2012 წელს ახალი ხელისუფლების მოსვლის შემთდეგ თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციამ შაშკინის წინააღმდგ 4 საქმე აღძრა. ახალ ხელისუფლებას მის მუშაობასთან დაკავშირებით ჰქონდა კითხვები. მათ შორის თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტის 113 მილიონიან დეფიციტზე, გაცემულ პრემიებზე, იარაღის დარიგებასა და ოპერატიულ ხარჯებზე.

რას ფიქრობს დიმიტრი შაშკინი ალასანიას უწყების შესახებ და უკავშირდება თუ არა ეს ,,პოლიტიკურ თემას“.

,,ბუნებრივია, მე საქმის მასალებს არ ვიცნობ, რაზეც ეხლა დავა მიმდინარეობს თავდაცვის სამინისტროსთან. არ ვარ ბოროტი ადამიანი და სხვის უბედურება არ მიხარია. მაგრამ არ შემიდძლია არ ვთქვა: როდესაც ირაკლი ალასანია უნამუსოდ, ზარ ზეიმით 100 მილიონის გაფლანგვას, პრემიების გამოწერას, იარაღის დარიგებას და რაფალიანცის მკვლელობას გვაბრალებდა მაშინ ვამბობდი, რომ ,,რასაც დასთეს, იმას მოიმკი“. არ თქვას არავინ, რომ ირაკლი თეთრი და ფუმფულაა და ამ ყველაფერს სხვები გვაბრალებდნენ. სამხედრო პოლიციამ, რომელიც მის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფება 4 საქმე აღძრა მარტო ჩემზე. კინაღამ ის ხალხი რუსებს ჩააბარეს, ვინც ჩენთან თანამშრომლობდა და მნიშვნელოვან ინფრომაციას გვაძლევდა. ბოლო მომენტში თავში ჩაუკაკუნეს, რომ მოკლავენ რუსები ამ გმირ ხალხს. გაიხსენეთ 2013 წლის მარტი, უკვე ჟურნალისტებს უყვებოდნენ საიდუმლო გრიფის საქმის დეტალებს, მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენთვის სიბინძურე დაებრალებინათ. ზუსტად სამხედრო პოლიცია “აკაჩავებდა” ჩემ თანამშრომლებს, რომ რამე ინფორმაცია ჩემზე ეთკვათ. ნამდვილად არ მიხარია ის რაც ეხლა ხდება თავდაცვაში, მაგრამ როდესაც სხვას ამას უკეთებ, იგივე შენ დაგხვდება“, - აცხადებს შაშკინი.

იყო თუ არა ეს თავის დროზე მხოლოდ ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილება, შაშკინი აღნიშნავს, რომ ,,როცა სისტემის ნაწილი ხარ და როცა შენი პოლიცია ამას აკეთებს, პასუხისმგებლობა შენზეა“.

,,როცა ჩემთან სახლში დაკითხვაზე მოვიდა სამხედრო პოლიცია მინისტრის დვალებით და ამას ღიად ამბობდნენ, მე მაშინ ვუთხარი, რომ საიდუმლო გრიფი ადევს ამ საქმეს, რაზეც თქვენ დაშვებაც არ გაქვთ, რადგან ყველაზე მაღალი დაშვების მქონე ადამიანებს შეეძლოთ ამ ტიპის ინფორმაციის აღება, მაშინ ვუთხარი, რომ ,,თქვენს მინისტრს გადაეცით, რომ ეს წინ დახვდება“. ძალიან სამწუხაროა, და ცუდია, რაც ხდება თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ დასაფიქრებელია ის, რომ იგივეს აკეთებდა ალასანია“, - აცხადებს შაშკინი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42