ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასა და გოგა ხაინდრავას შორის დაპირისპირება კვლავ გრძელდება. გასულ პარასკევს გრიგოლიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, ხაინდრავამ „ალიას“ ფურცლებზე უპასუხა. გრიგოლიამ კი პასუხის პასუხი სოციალურ ქსელში გაავრცელა:
„ხაინდრავას ახალი გამონათება))))კაცი რა დღეშია...აღარ მალავს,პირდაპირ ,,იმედის,, დამფუძნებლებთან რომ აპროტესტებს ჩემს არსებობას....რა დავალება მიიღო ასეთი???(ოღონდ ერთი ლაფსუსი-წინა ინტერვიუში ამბობდა, ინა გუდავაძეს საერთოდ არ ვიცნობო,აქ კი წერს,რომ პირადად დგამს მათთან თურმე ისტერიკებს ჩემზე)))))))) რა საწყენი აღმოჩნდება ხაინდრავასთვის,როცა გაარკვევს, რომ ,,რეაქცია,, კიდევ დიდხანს იქნება ეთერში“, - წერს გრიგოლია.
„ნიუპოსტი“ ინგა გრიგოლიას დაუკავშირდა, თუმცა, ჟურნალისტმა ვრცელი კომენტარის გაკეთება არ ისურვა:
„არ მაინტერესებს ეს თემა, მე ჩემი სათქმელი ვთქვი და პოლიტიკურ დებატებში ვერ შევალ“, - აღნიშნა გრიგოლიამ.
მასალის გამოყენების პირობები






