დეფაქტო ცხინვალი საქართველოს პრემიერის ინიციატივას განცხადებით პასუხობს
პოლიტიკა - 16:59, 29 Oct, 2014     1761
ცხინვალის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ფართო ავტონომიის შეთავაზების საპასუხოდ განაცხადა, რომ ვიდრე საქართველო სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს არ გააფორმებს ისინი არავითარ მოლაპარაკებაზე და ურთიერთობაზე არ დათანხმდებიან.

„აი უკვე საუკუნის მეოთხედია სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელია, ექვსი წელია ის უკვე აღიარებული სახელმწიფოა, ჩვენ დაფუძნებული ვართ არა „უცხო მიწაზე“ , როგორც აცხადებს ღარიბაშვილი, არამედ ჩვენ მშობლიურ მიწაზე. საქართველოსთვის უფრო გონივრული იქნებოდა, ეს ფაქტი ეღიარებინა, და არ ამყოფოს ილუზიებში თავისი ხალხი და მსოფლიო საზოგადოება.“-აღნიშნავენ ცხინვალის ე.წ საგარეო უწყებაში.

უწყებაში აღნიშნავენ , რომ სამხრეთ ოსეთი პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ისინი ქართული მიწის არც ერთ მეტრზე არ აცხადებენ პრეტენზიას.

სამინისტროს განცხადებით, სამხრეთ ოსეთის მოსახლეობამ კარგად იცის საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივების ფასი, მათი განცხადებით ეს ინიციატივები ყოველთვის სისხლისღვრით და დანაკარგით სრულდებოდა.

„ძნელია იმის გაგება, გუშინდელი მტერი, რომელსაც მთელი ერის მიწის პირიდან აღგვა უნდოდა და მთელი ექვსი წლის მანძილზე მონანიების არც ერთი სიტყვა არ უთქვამს, ერთი კალმის მოსმით, როგორ უნდა რომ ძმად გადაიქცეს. როგორც არ უნდა ცდილობდეს საქართველოს ხელისუფლება ისტორიიდან ამოშალოს სამხრეთ ოსეთზე თავდასხმა, მასიური მკვლელობები , ეთნიკური წმენდა და 2008 წლის ომი - ამის დავიწყება შეუძლებელია.“

იმისთვის, რომ ვისაუბროთ მშვიდობიან თანაცხოვრებაზე, საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს ძალის არგამოყენების დოკუმენტზე, საქართველოს აგრესიას სამხრეთ ოსეთში უნდა მიეცეს ადეკვატური პოლიტიკურ-სამართლოებრივი შეფასება, საქართველომ უნდა აღიაროს ოსი ხალხის გენოციდი , აღიაროს რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, აანაზღაუროს მატერიალური ზარალი, რომელიც სამხრეთ ოსეთს საომარი აგრესიის შედეგად მიადგა.

„საქართველო ოდესმე უნდა მიხვდეს, რომ კეთილმეზობლურად ცხოვრება გაცილებით სასარგებლოა. ზემოთაღნიშნული ნაბიჯების რეალიზაციის გარეშე, ქართველი პოლიტიკოსების განცხადებები ცარიელი სიტყვებია და დასავლური აუდიტორიისთვის გათამაშებული პოლიტიკური თამაში“- აცხადებს სამხრეთ ოსეთის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42