გიორგი კვირიკაშვილი AIR ARABIA-ს აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
პოლიტიკა - 16:46, 29 Oct, 2014     1206

ვიცე-პრემიერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი AIR ARABIA-ს აღმასრულებელ დირექტორს ადელ ალის შეხვდა. შუა აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის ყველაზე დიდმა დაბალბიუჯეტიანმა კომპანიამ თბილისის მიმართულებით გუშინ პირველი რეისი შეასრულა. AIR ARABIA შუა აზიისა და აფრიკის პირველი დაბალბიუჯეტიანი კომპანიაა, რომელიც ფრენებს თბილისი-შარჯას მიმართულებით კვირაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს შეასრულებს.

ვიცე-პრემიერმა AIR ARABIA-ს აღმასრულებელ დირექტორს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, AIR ARABIA პირველი აზიური დაბალბიუჯეტიანი კომპანიაა, რომელიც საქართველოში ფრენებს იწყებს. რაც ხელს შეუწყობს აზიიდან საქართველოს მიმართულებით და, პირიქით, ტურისტების ნაკადის ზრდას.

ადელ ალის განცხადებით, AIR ARABIA-სთვის ფრენების განხორციელება ახალი მიმართულებებით ძალიან მნიშვნელოვანია. ,,საქართველო ბოლო პერიოდის განმავლობაში ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა და, სწორედ, ამ ნიშნით შევარჩიეთ თქვენი ქვეყანა,-‘’განაცხადა ადელ ალიმ AIR ARABIA-ს აღმასრულებელმა დირექტორმა.

AIR ARABIA საქართველოში 2014 წლის 6-8 ივლისს გამართული ავიამუმართულებების ფორუმის, ‘’Routs Silkroad 2014 Tbilisi” შედეგად შემოვიდა. თბილისი Air Arabia–ს რიგით მე–100 საერთაშორისო მიმართულებაა. კომპანიასთან მოლაპარაკებებს საქართველოში ოპერირებასთან დაკავშირებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანება რამდენიმე თვის განმავლობაში მართავდა.

AIR ARABIA-მ 2014 წლის პირველ ნახვარში ახალი მიმართულებები კაიროსა და ანტალიაში დაამატა. კომპანია ამჟამად, 4 ცენტრიდან ოპერირებს. ესენია არაბთა გაერთიანებული საამიროები, მაროკო და ეგვიპტე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42