ივანიშვილი ცდილობს წაშალოს საქართველოს ბოლო 10 წლის ისტორია - უგულავა
პოლიტიკა - 16:42, 29 Oct, 2014     1476

თბილისის ყოფილი მერი ე.წ. „თბილსერვისის“ საქმესთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

აღნულთან დაკავშირებით უგულავა ვრცელ პოსტს „ფეისბუქზე“ ავრცელებს:

საზოგადოებისთვის გასაგები რომ გახდეს, რას ითხოვს პროკურატურა „თბილსერვისის“ საქმესთან დაკავშირებით, მინდა განვმარტო, : ამ დარბაზში ბევრი მერიის ყოფილი თანამშრომელი იმყოფება, ყოფილი იმიტომ, რომ მას შემდეგ რაც ნარმანია მერი გახდა, ისინი სამსახურიდან გამოუშვეს. თურმე დღეს პროკურატურა ნარმანიაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თბილისის მერიას პროგრამა „დაგეგმე ქალაქის ბიუჯეტი მერიასთან ერთად“ არ განუხორციელებია; თურმე მედიკამენტების ვაუჩერები ქალაქის მერიას არ დაურიგებია; თურმე ქალაქის მერიას საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია ამ წლების მანძილზე. ერთი ნახევრად რიტორიკული შეკითხვა მინდა დაგისვათ : მე თბილისის მერი საერთოდ ვიყავი თუ არა 2005-დან 2013 წლამდე ?! თუ ამის გადაწერასაც აპირებს ივანიშვილი და ამის წაშლასაც აპირებს, რომ მე მერი ვიყავი, სააკაშვილი პრეზიდენტი იყო არ გამოუვა! თუ მარტო პროკურორები მუშაობდნენ იმ დროს პროკურატურაში და ჩვენ ყველანი არ ვარსებობდით?! ყველაფერს აქვს რაღაც ზღვარი, ხომ არ შეიძლება ამ ხელისუფლებამ ყველაფერი აბსურდამდე მიიყვანოს?!

ბატონო მოსამართლევ, ბრალი, რომელსაც ეხლა ვიხილავთ ერთ-ერთი პირველი ბრალია, რომელიც ივანიშვილის ხელისუფლებამ წამიყენა ჯერ კიდევ 2013 წლის თებერვალში. იმის შემდეგ 2 წელი გავიდა და დღეს, როდესაც ნათლად გამოჩნდა, რომ თავის დროზე ეს ხალხი, ასეულობით ადამიანი, რომელიც ფინანსურმა პოლიციამ დაკითხა, დაკითხული იყო ცალმხრივად. ამას, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით: მიყავდათ ეს ადამიანები ფინანსური პოლიციის ჯურღმულებში, ეკითხებოდნენ მათ მხოლოდ მათი პოლიტიკური კუთვნილების შესახებ და რადგან ისინი იყვნენ ნაციონალური მოძრაობის მომხრეები, მხოლოდ ამ მიმართულებით აწარმოებდნენ საქმის მსვლელობას და გამოძიებას. არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ ამ ადამიანებისთვის იმის თაობაზე - გაუკეთებიათ თუ არა რაიმე სასარგებლო თავიანთი ქალაქისთვის ან უბნისთვის ! დღეს კი სასამართლო პროცესებზე ირკვევა, რომ ეს ხალხი კი ბატონო, იყვნენ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები, მაგრამ პარალელურად, როგორც ბევრი სხვა ადამიანი ( კანონით ეს დაშვებულია) საკუთრივ მერიისა და თვითმმართველობის ორგანოების განხორციელებული პროექტების ფარგლებში ასრულებდა სამუშაოებს. დღეს თურმე შეწუხდა პროკურატურა და დღევანდელი ადგილობრივი ხელისუფლება, მათ სასწრაფოდ „გამოაცხვეს“ განკარგულება, რომ თბილისის მერიაში მსგავსი პროექტები საერთოდ არ განხორციელებულა. და მეტსაც გეტყვით, თბილისის მერიის ვებ-გვერდზე , რომელზეც ყველა განხორციელებული პროექტის შესახებ იყო განთავსებული ინფორმაცია, იქიდანაც გააქრეს. დღეს შეიძლება მერიის ოფიციალური ვებ-გვერდიდან ისიც წაშლილი იყოს, რომ მე, გიგი უგულავა თბილისის მერი ვიყავი! რაც არ უნდა წაშალოთ, ისტორიას ვერ წაშლით. რაც არ უნდა იმანიპულიროთ, ეს მხოლოდ ერთადერთ რამეზე მიუთითებს, რომ იმთავითვე გაყალბებული და ცალმხრივი იყო გამოძიება. იმთავითვე მიმართული იყო, რომ ჩემთვის რამდენიმე ბრალი წაეყენებინათ, თანამდებობიდან ჩამოვეშორებინე და შემდეგ დავეპატიმრებინე. ეს მთელი ეპოპეა იყო ! ეს არის ისტორიის წაშლის უნიჭო მცდელობა, და ეს არის ნიშანდობლივი რამ პირადად ჩემთვის. 2 წლის მანძილზე ჩვენ ვხედავთ ივანიშვილის მცდელობას წაშალოს და გადაწეროს ბოლო 10 წლის საქართველოს ისტორია. და ამაში მე დავრწმუნდი, როდესაც ბოლო, გაუგებარი კოლექტიური ბრალი წაუყენეს საქართველოს იმდოინდელ ხელისუფლებას, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად. გამუდმებით იდება ამ საქმის წინასასამართლო სხდომები, პროკურატურა კი სასამართლოსთვის მოტივაციად ასახელებს შემდეგს : თითქოს საგამოძიებო სამსახურები დეტალურად სწავლობენ 2008 წლის 5 იანვრის პრეზიდენტის არჩევნების შემაჯამებელ ოქმებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი „ბრძენი“ პროკურორები მივლენ დასკვნამდე, რომ 2008 წლის არჩევნები არასწორად ჩატარდა, რომ სააკაშვილი არ ყოფილა პრეზიდენტი, მე არ ვყოფილვარ მერი და ეს ყველაფერი იყო მოგონილი ქიმერა. და ჩვენ ყველანი, მთელი საქართველო წყნარად, მშვიდად დავუბრუნდებით 2003 წლის ოქტომბრის მდგომარეობას, არ მომხდარა არც ვარდების რევოლუცია, ქვეყანაში არ განხორციელებულა რეფორმები... დავუბრუნდებით იმ საწყის ეტაპს, რაც ივანიშვილს ასე ძალიან უნდა!

არ აწუხებს პროკურატურას ნამუსი?! მთელი ეს გამოძიება არასწორად და მიკერძოებულად არის წარმოებული! ეხლა რომ მერიას პროკურატურა მიწერს წერილს შეკითხვით, განხორციელდა თუ არა ესა თუ ის პროექტი, სირცხვილი არ არის ?! რა იცის ნარმანიამ რა ხდებოდა იმ დროს მერიაში ?! ნარმანია მაშინ იყო ლევან თარხნიშვილის კომპანიის ბუღალტერი! რა იცის ნარმანიამ თბილისის მერია რა პროექტებს ახორციელებდა 4 წლის წინ?! მართლაც სამარცხვინოა დღევანდელი გამოძიება !“, - წერს უგულავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42