რას პასუხობს სანიკიძე შაშკინს და რატომ ურჩევს შაშკინი მინისტრს არქივში ჩახედვას
პოლიტიკა - 16:13, 29 Oct, 2014     1568
საოცარია, თავისი გაფუჭებული საქმის გამო პასუხს დღევანდელ ხელისუფლებას სთხოვენ. ეს ყველაფერი სწორედ მათ მიერ დანერგილი სისტემის გამოა. სტუდენტების დაფინანსებაში ცვლილებები რომ არ განგვეხორციელებინა, დრამატულ შედეგს მივიღებდით! - ასე უპასუხა განათლების მინისტრმა თამარ სანიკიძემ ,,ვერსიასთან“ ინტერვიუში ყოფილი მინისტრის დიმიტრი შაშკინის კრიტიკას. სანიკიძის თქმით, შაშკინი არგუმენტები აბსურდულია, მინისტრი სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მათი რიცხვი შაშკინის პერიოდში შეადგენდა 33 ათასს, 2013 წელს 10 600-მა, ხოლო 2014 წელს უკვე 9000-მე სტუდენტამ აღიდგინა სტატუსი.

,,ყველა უნდა მიმხვდარიყო, რომ შაშკინისა და რატიანის განცხადებები მცდარია. დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა, სტიპენდიანტების რიცხვი და სოციალური გრანტების პროგრამები ორჯერ გაიზარდა. ასევე, დაფინანსდნენ დოქტორანტები და მაგისტრები. ამ ფონზე, როგორ შეიძლება, სტატუსშეჩერებული სტუდენტების რიცხვი გაორმაგებულიყო?! რას ვიზამთ მოახერხეს და ეს პოზიტივიც ნეგატივაად შემოატრიალეს. რიცხვი, 33 000-იც 2010 წლიდან დღემდე არსებული მონაცემია“, - აცხადებს სანიკიძე, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ განცხადებების მიზანი სამინისტროს, ხელისუფლების დისკრედიტაცია და პოლიტიკური ქულების დაწერა. ,,შაშკინის არგუმენტები აბსურდულია. სტუდენტებს შევხვდი. პირობა მივეცი, რომ ბაზას ისე მოვაწესრიგებთ, ვერავინ შეძლოს შეცდომაში მათი შეყვანა. ბაზა დაიხვეწება და ადამიანებს, რომლებიც მიზნის მისაღწევად ახალგაზრდებსაც არ ზოგავენ, ამ რიცხვებით მანიპულირების საშუალებას არ მივცემ. 2013 წელს 10 600-მა სტუდენტმა აღიდგინა სტატუსი. 2014 წელს კი უკვე სტატუს აღდგენილი 9 000-მდე სტუდენტი გვყავს“, - აცხადებს თამარ სანიკიძე გაზეთ ,,ვერსიასთან“.

თამარ სანიკიძეს პასუხობს მისი წინამორბედი დიმიტრი შაშკინი, რომელიც ,,ნიუპოსტთან“ კომენტარში მინისტრს მიუთითებს, რომ ,,ტყუილს მოკლე ფეხი აქვს“. შაშკინი 2012 წელს იხსენებს, როცა მინისტრს არასამთავრობო როგანიზაცია აქციებს უწყობდა, რომელიც შაშკინის თქმით, მაშინდელი ოპოზიციის მხარდაჭერით იმართებოდა და მას სწორედ 10 ათასი სტატსუშეჩერებული სტუდენტის გამო აკრიტიკებდა. შაშკინი სანიკიძეს წინა ხელისუფლების დოროს შემუშავებულ იმ კანონპროექტსაც ახსენებს, რომელიც მინისტრს ,,მაგიდაზე დახვდა“ და რომლით სტატუსშეჩერებული სტუდენტების პრობლემა უნდა აღმოფხვრილიყო. თუმცა, შაშკინი ამბობს, რომ ახალმმა მმართველობამ ეს კანონპროექტი ,,გვერდზე გადადო“.

,,სამწუხაროა, რომ მიწევს ამის თქმა, მაგრამ გარდა იმისა, რომ მინისტრი სანიკიძე არის მავნებელი, ამავე დროს არის მატყუარა, ამას ყველაფერს ემატება ის, რომ მის სტყუილებსაც მოკლე ფეხები აქვს. თუ განათლების მინისტრმა არ იცის მათემატიკა, მაშინ ძალიან მძიმედ არის ჩვენი საქმე. როცა სანიკიძე მაბრალებს, რომ მე თურმე ციფრებით მანიპულირებას ვახდენ, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ 2012 წელს ივნისში, მთელი კამპანია მიდიოდა ჩემს წინააღმდეგ. ბუნებრივია ეს იყო წინასაარჩევნო, სწორედ ამ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებთან დაკავშირებით, ეს კამპანია გულისხმობდა იმას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მოდიოდნენ, რომელსაც ბუნებრივია არაფერი საერთო არ ჰქონდათ სტუდენტებტან და ფინანსდებობდნენ მაშინ ოპოზიციის მიერ და ატარებდნენ აქციებს სამინისტროსთან და მაბრალდებდნენ, რომ ქვეყანაში არის 10 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტი. ეს დევს, მათ შორის, განათლების სამინისტროს ვებგვერდზე. ამათ იმდენი ჭკუაც კი არ ეყოთ, რომ როდესაც ტყუილს ამბობენ, არქივი მაინც წაეშალათ. შეგიძლიათ შეხვიდეთ და ოფიციალურ ვებსაიტზე ეს ნახოთ. ეს ადამიანები მაშინ, ხაზს ვუსვამ, საუბრობდნენ 10 ათას ადამიანზე. ახალ სტატუსშეჩერებული სტუდენტი არის 33 ათასი. თუ ოდნავი მათემატიკა ვიცით, პირველი კლასის მოსწავლეც გეტყვით, რომ 33 ათასი მეტია 10 ათასზე. რაც შეეხება ამ საკითხის შინაარსობრივ მხარეს, მინისტრმა სანიკიძემ გააჩერა კანონპროექტი, რომელიც დაუტოვეს მაგიდაზე მარგველაშვილს და სანიკიძეს, ეს იყო შემუშავებული და ველოდებოდით ახალ პარლამენტს, რომ განსახილველად შესულიყო. ამ ახალი კანონის მიხედვით ყველა ახალი უმაღლესი სასწავლებელი თავის ბიუჯეტის გარკვეულ პროცენტს მიმართავდა ფონდის შექმნაზე, რომლთაც დაფინანსდებოდნენ კარგი სტუდენტები, ამით მთლიანად დაიფარებოდა 10 ათასი სტატუსშეჩერებული სტუდენტის პრობლემა, ეს იყო დათვლილი. ერთადერთი რაც მისი მხრიდან საჭირო იყო, ახალ მინსტრს ეს კანონპროექტი პარლამენტში უნდა მიეტანა“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42