საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი მოსკოვსა და ცხინვალს შორის თანამშრომლობის ხელშეკრულების შესაძლო გაფორმებას ეხმაურება.
როგორც „ნიუპოსტთან“ საუბრისას ბერძენიშვილმა აღნიშნა, რუსეთი დიდი ხანია დგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლის ამოცანა აფხაზეთის და ოსეთის საქართველოს ტერიტორიიდან მოგლეჯვაა.
„ეს პროცესი დიდი ხანია დაწყებულია, განსაკუთრებული ტემპი კი ამ პროცესმა 2008 წლის აგვისტოს დაპირისპირების შემდეგ აიღო. სამწუხაროდ, ჩვენ გვაქვს ერთი საშუალება. მივმართავთ საერთაშორისო საზოგადოებას იმ თხოვნით, რომ ჩაერიონ და დაგვეხმარონ. შინაგანი თვალსაზრისით სხვა რესურსები, გარდა იმისა, რომ ენა გამოუყოთ ვინმეს, ჩვენ არ გვაქვს. ომი ჩვენ არ შეგვიძლია. რუსეთი არა მარტო საქართველოს წინააღმდეგ, არამედ უკრაინის და მოლდოვას წინააღმდეგ ფართომასშტაბიან აგრესიას ახორციელებს, ემუქრება ბალტიისპირა ქვეყნებს, მათ შორის ნატო-ს წევრ ქვეყნებსაც. ამიტომ რუსეთი არის საერთოდ პრობლემა და ჩვენც ვართ ამ საერთო პრობლემაში ჩაწერილი. ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ იმას რას იზამს რუსეთი. ის, რომ საქართველო რუსეთის დამარცხებას მსოფლიოს გარეშე შეძლებს მე ამის არ მჯერა. მახსოვს რიტორიკამ და კუნთებზე დახევდამ რა მოუტანა საქართველოს“, - განაცხადა ბერძენიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






