„ნაციონალური მოძრაობა“ 15 ნოემბრისთვის დაანონსებულ აქციაზე პროვოკაციის მოწყობას გეგმავს“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, „ნაცმოძრაობა“ გეგმავს 15 ლარი გადაუხადოს მოსახლოებას, ჩამოიყვანონს ისინი რეგიონებიდან და შემდეგ ერთმანეთი აცემინონ.
„15 ნოემბრის აქცია, რა თქმა უნდა, სასაცილოა. არ მინდა მოღალატეების მიერ დაანონსებულ აქციაზე გავაკეთო კომენტარი. რასთან დაკავშირებით უნდა მოაწყონ აქვია? აქცია მათ თავის თავს უნდა მოუწყონ. ეს აქცია სჭირდება იმისთვის, რომ პროვოკაცია მოაწყონ. აპირებენ, 15 ლარი გადაუხადონ გაჭირვებულ მოქალაქეებს, ჩამოიყვანონ ისინი რეგიონებიდან, სოფლებიდან და შემდეგ ერთმანეთი აცემინონ. აფხაზეთზე და ჩვენს მოქალაქეებზე, რომ გული არ შესტკივათ, ეს მგონი ახალი ამბავი არ არის. ყველამ კარგად ვიცით, მათი დამსახურებაა, რომ აფხაზეთი და ოსეთი დღეს ოკუპირებულია“, - განაცხადა პრემიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






