ვინ უხდის რუსეთში გასტროლებისთვის ოზურგეთის სახელმწიფო ანსამბლს 300 000 ევროს
პოლიტიკა - 13:47, 29 Oct, 2014     3413
ოზურგეთის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი “გურია” რომელსაც მოსახლეობა მისი დამაარსებლის, აწ განსვენებული, ჯუმბერ დუნდუას, სახელით იცნობს, რუსეთში გასტროლებზე მიემგზავრება

როგორც “ნიუპოსტს” ანსამბლის ახლანდელმა ხელმძღვანელმა, ჯუმბერ დუნდუას შვილმა, კობა დუნდუამ განუცხადა, გასტროლები რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში 45 დღეს გასტანს.

მისივე განცხადებით, რუსეთის იმ ქალაქთა ჩამონათვალი, სადაც “გურია” კონცერტებს გამართავს, ჯერჯერობით უცნობია.

დუნდუას თქმით, ეს არის კომერციული პროექტი და მას საერთო პოლიტიკასთან არა აქვს.

მისივე ინფორმაციით, ანსამბლის რუსულ ტურნეს მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენები აფინანსებენ, ამისათვის, “ღვინის საექსპორტო კომპანიამ” 300 000 ევრო გაიღო.

დუნდუა ამტკიცებს, რომ მას და მის გუნდს ასევე უდიდესი მხარდაჭერა აქვს ოზურგეთის მერიისაგან.

ქალაქი ოზურგეთს მერი, ბეგი სიორიძე: ‘პირველად მესმის თქვენგან გასტროლის შესახებ, მაგრამ თუ ბატონი კობა მოვა და ჩვენი მხრიდან რაიმე ტიპის დახმარება დასჭირდება, მზად ვარ, რაც შეგვეძლება გავუკეთოთ, მივესალმებით ამას.”-ამბობს სიორიძე..

მერისგან განსხვავებით, ინფორმაციას ფლობს, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მარინა ჯაფარიძე, რომელიც ამბობს, რომ ფინანსურად მერიისგან მხარდაჭერა არ სჭირდებათ, რადგან სპონსორი თავადვე მოიძიეს, რაც შეეხება მორალურს, ამის პრობლემა არ ექნებათ.

ანსამბლ “გურიას” ხელმძღვანელი, კობა დუნდუა:

_იქნება 2 საათიანი პროგრამები, სადაც მხოლოდ ჩვენი ანსამბლი მიიღებს მონაწილეობას, სოლო კონცერტებს გავმართავთ. ეს იქნება ჩვენი ანსამბლის ტურნე. ძალიან გვიხარია ის ფაქტი, რომ რუსეთში მყოფი ქართველები, მონატრებულები თავიანთ ქვეყანას, ჩვენს ცეკვას ნახავენ.

_მოგეხსენებათ, „ერისიონისა“ და ქართული ესტრადის მომღერლებიც კი იმის გამო, რომ ისინი მოსკოვში წავიდნენ გასტროლებზე, გარკვეული კრიტიკის ქქვეშ მოექცნენ, საზოგადოების დამოკიდებულებაც, ასეთი გასტროლების მიმართ არაერთგვაროვანია. თქვენ ხართ თუ არა მზად მსგავსი შედეგისთვის?

_არ ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენს რუსეთში წასვლას უარყოფითი რეაქცია მოჰყვება, გამომდინარე იქედან, რომ ამას არ ექნება პოლიტიკური დატვირთვა, ეს არის სუფთა კომერციული დატვირთვის მქონე. ჩვენ, შოუბიზნესის წარმომადგენლების მიწვევით მივდივართ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არის სუფთა კომერციული დატვირთვა. ჩვენ ვართ ხელოვანი ხალხი, რაც გამიჯნულია პოლიტიკიდან, ჩვენ სახალხო დიპლომატიას ვეწევით და ეს დიდ პოლიტიკამდე არსებობდა და შესაბამისად ქვეყნების დამეგობრებას ხელს უწყობს კულტურა, სპორტი და ეს თუ არ იქნება, მოდით ასეთ კითხვაზე დავსვამ, ათასობით ანსამბლი მიდის თურქეთის ტერიტორიაზე ფესტივალებზე, მაშინ არც იქ უნდა წავიდეთ?

_შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, გასაგებია, რომ პოლიტიკა სხვაა და კულტურა სხვა, მაგრამ რამდენად სწორად მიგაჩნიათ ამ ეტაპზე სწორედ რუსეთში წასვლა. გავიხსენებ „ერისიონის“ მაგალითს, ისიც ხომ კულტურის გასატანად მიდიოდა?

_მე გეტყვით ერთ რაღაცას, ყველას თავისი აზრი გააჩნია, მაგრამ სწორი აზროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლს თამაშობს ჟურნალისტიკა, რომელმაც სწორი ინფორმაცია უნდა მიაწოდოს საზოგადოებას. მე ვამართლებ „ერისიონს“, მე როგორც ხელოვან ადამიანს მათი გადაწყვეტილება სწორად მიმაჩნია. არსებობს ასეთი მომენტი, კომერცია, შარშან ჩატარდა ოზურგეთში ფესტივალი, რომელიც ჩაატარა საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირმა და იყო ჩამოსული რუსეთის ანსამბლი, ჩვენ ყოველწლიურად მასტერკლასებს ვმართავთ სამარის ბავშვთა ანსამბლთან, ყოველ წელიწადს ჩამოდიან ისინი, მოდით, მაშინ ჩვენც ნუ მოვუშვებთ იმათ და მივიღებთ და აღარც ჩვენ წავალთ იქეთ.

_თანადამფინანსებელი ხომ არ არის სახელმწიფოც?

_არა, მე სწორედ ამიტომ გავუსვი ხაზი, ეს არის კომერციული, არსებობს კონკრეტული ღვინის კომპანია, რომელსაც რუსეთში გააქვს თავისი პროდუქცია და იმ კომპანიას სურს, რომ ჩვენს ანსამბლს გვერდში დაუდგეს, კომპანიის სახელს ამჯერად ვერ დავასახელებ, როდესაც გასტროლიდან დავბრუნდებით, ამის შემდეგ შეიტყობთ, შეიძლება წასვლამდეც შეიტყოთ.

_ამდენი წლის ინტერვალის შემდეგ რატომ გადაწყვიტეთ გასტროლზე წასვლა რუსეთში?

_არა, შარშანაც ვიყავით სექტემბერში კონკურსზე. არ შეიძლება კულტურის და ასევე სპორტის ერთ სფეროში ჩაკეტვა.

_რომელ ქალაქებში იგეგმება გასტოლები?

_ჯერ-ჯერობით ვერ გეტყვით, პრესრელიზი არ გვაქვს მზად და შესაძლოა ყოველ დღე შეიცვალოს რაღაც.


თეა იოსელიანი, გურია, ,,ნიუპოსტი"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42