რუსეთისა და ცხინვალს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულება ნიშნავს იურიდიულ გაფორმებას იმ ანექსიისა, რომელსაც რუსეთი 2008 წელს ახორციელებდა.
ამის შესახებ ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეს მოსალოდნელი იყო და ამაზე აქართველოს ხელისუფლებას დიდი ხნის წინ აფრთხილებდნენ.
„ეს მოსალოდნელი იყო და ამაზე დიდი ხნით ადრე ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას. მაშინვე მიკვირდა ის გულგრილი დამოკიდებულება, რომლითაც ისინი სამხრეთ ოსეთის რუსეთთან ფართო ინტეგრაციის თემას უყურებდნენ. ერთადერთი, რაც შეიძლება ჩავრთოთ ეს არის საერთაშორისო ზეწოლა და იმ სანქციების გამკაცრება, რომელიც დასავლეთმა რუსეთს უკრაინასთან დაკავშირებით დაუწესა. ეს არის ის, რასაც რუსეთი დღეს აფხაზეთში და რუსეთში აკეთებს. ეს არის იურიდიული გაფორმება იმ ანექსიისა, რომელიც რუსეთმა 2008 წელს გააფორმა“, - განაცხადა ლაგაზიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






