„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე გაზეთ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილი „შპიონის“ გიგა ბოკერიასა და „მორგის“ ყოფილი სანიტრის გივი თარგამაძის მეშვეობით სისხლის ტბების დაყენებას გეგმავს.
„შვილო, ჰაკიმ, ნუ გეშინია. გიგაზე შენმა პატრონმა ხომ თქვა, მასონების მაგისტრიაო და ესენი კიდევ გატყუებენ, იეღოველები და რაღაც ეგეთებიო. ასე გატყუებენ ჩემზეც - სანიტრად მორგში ერთი წუთითაც არ მიმუშავია, სასწრაფოზე - კი და კიდევ უროლოგია-ნეფროლოგიის ინსტიტუტის საოპერაციო ბლოკში, სადაც, მხოლოდდამხოლოდ, გადარჩენის მიზნით, თირკმელებსა და ჰიდროცელეს, ანუ, ფიზიკური დაზიანების შედეგად განვითარებული შეშუპების შემთხვევაში, სათესლე ჯირყვლებს, ანუ, მამაკაცურად, კვერცხებს აჭრიდნენ. ეგ ვიცი, კი. შევარდნაძის დროს კობა ნარჩემაშვილის მიერ აღძრულ იმ საქმეს რაც შეეხება, მანდ ჩემი ადვოკატი მაშინ ეკა ბესელია იყო, დახურვით კი რამოდენიმე თვის წინ შენმა სასამართლომ დახურა. ასე რომ, მშვიდად იძინე, ამ ეშმაკებს მე დავაფრთხობ.
P.S. ხო, კიდევ: კობა ოთანაძე ცოცხალია სწორად იმიტომ, რომ მე სანიტრად სასწრაფოზე ვმუშაობდი და არა მორგში“, - წერს თარგამაძე „ფეისბუქზე“.
მასალის გამოყენების პირობები






