რუსეთსა და ცხინლავს შორის თანამშრომლობის და ინტერგაციის გასაფორმებელ ხელშეკრულებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ეხმაურება.
მისი თქმით, ასეთი მეთოდებით რუსეთი ქართულ-ოსურ და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს ვერ შეაჩერებს.
„ჯერჯერობით ეს მხოლოდ განცხადებაა მათი მხრიდან. გამორიცხული არაფერია. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ლაპარაკი არ არის მიერთებაზე. მგონია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით და მათი ინფორმირებულობით, ასეთ საკითხებს ნაკლებად ემოციურად და მეტი გონიერებით უნდა ვუდგებოდეთ. ეს სულაც არ უწყობს ხელს რუსეთის პოლიტიკის რეალიზაციას. ასეთი მეთოდებით რუსეთი ქართულ-ოსურ თუ ქართულ-აფხაზური ურთიერთობების შეჩერებას“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
სააგენტო ოსრადიოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხინვალის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ თანამშრომლობის და ინტეგრაციის დოკუმენტი მოსკოვსა და ცხინვალს შორისაც მზადდება.
მისი თქმით, ხელშეკრულება, რომელიც მზადდება, უფრო ფართო იქნება, ვიდრე აფხაზური ვერსია.
მასალის გამოყენების პირობები






