"ნაციონალური მოძრაობის" წევრის გიგა ბოკერიას აზრით, ალასანიას უწყების მაღალჩინოსნების დაკავება კორუფციის ბრალდებით აძლიერებს ეჭვს , რომ ალასანია ივანიშვილის ეჭვიანობის სამიზნეა:
" ჩვენ ვხედავთ ბოლო ორი წლის განმავლობაში,რომ ივანიშვილის და მისი გუნდის ამოცანა იყო პოლიტიკური ოპონენტების დევნა, სამართალდამცავი ორგანოების გამოყენება იმისთვის, რომ ოლიგარქმა გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა, ცხადად ჩანს ნეპოტიზმის და კორუფციის ფაქტები. ამ პირობებში ხდება დაკავება 5 პირის კორუფციის ბრალდებით და ამის ხმამაღალი პროპაგანდირება.
ოლიგარქ ივანიშვილს აქვს შეთქმულების თეორიებისკენ მიდრეკილება, ელანდება მტრები და მოღალატეები ყველგან , ალასანია იყო ივანიშვილის ეჭვიანობის ერთ-ერთი სამიზნე. ეს ყველაფერი აძლიერებს ეჭვებს რომ კორუფციასთან ბრძოლასთან ნამდვილად არ გვაქვს საქმე, არამედ საქმე გვაქვს პოლიტიკურ ინტრიგასთან, რისთვისაც სამართალდამცავი სტრუქტურების გამოყენება ხდება, რაც ძალიან სახიფათოა"- აღნიშნავს ბოკერია.
მასალის გამოყენების პირობები






