,,თუ არის რაიმე კორუფციული გადაცდომა ეს ცალკე საკითხია, თუ ეს პოლიტიკურ თემას უკავშირდება ბუნებრივია ეს სირთულეა, ისე როგორც ყველა შემთხვევაში, როდესაც სამართალდამცავ ორგანოთა აქტიურობა რაიმე ანარეკლს ტოვებს პოლიტიკურ პროცესებზე. შესაბამისად კომენტარს ვერ გავაკეთებ, კომპეტენტური პოლიტიკური ექსპერტები საკმარისი არიან საქართველოში", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მარგველაშვილი ალასანიას მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალის ლიდერად მიიჩნევს, თუმცა მისი პოსტიდან გადადგომის შესახებ არაფერი სმენია.
,,ალასანიას გადადგომის, მის მიერ ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო პოსტის დატოვების შესახებ მე არანაირი ინფორმაცია არ გამიგია. ალასანია არის ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს თავდაცვისუნარიანობას, ის არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალის ლიდერი.
თავდაცვის მინისტრის, გენშტაბის და სამხედროების თემა ყოველთვის განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოვეპყრათ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს და განიცდის ჯარი.
მე არ მგონია, რომ ალასანია მიდის, ალასანია არის ეფექტური მინისტრი, მისი მიერ განხორციელებული რეფორმები არის მაღალი ხარისხით შეფასებული", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მასალის გამოყენების პირობები






