„რაც შეეხება რუსეთის უმაღლეს პირებთან შეხვედრას შეხვედრას, ბუნებრივია, მზად ვართ შესახვედრად, თუ ეს შეხვედრა იქნება იმ თემებზე, რომელიც ეხება საქართველოს და რუსეთს. საქართველო არის რუსეთის აგრესიის ქვეშ. საქართველოს არავითარი აგრესიული განწყობა არ აქვს რუსეთთან მიმართებაში, არის ოკუპაციის პირობებში. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი ერი, რომელიც არ დაპირისპირებია რუსეთს, ჩვენ ვართ მათი აგრესიის მსხვერპლი. ჩვენ გვაქვს მორალური უფლება, როდესაც რუსეთს დამოუკიდებლობაზე ვესაუბრებით. ისტორიულად დამტკიცებულია ჩვენი დამოუკიდებლობა. ეს ის ჭეშმარიტებაა, რომლის წინააღმდეგ წასვლა, რომ ქართველები სხვა ყაიდაზე გადაგვაკეთონ, ეს ჩვენთვის მიუღებელია. ჩვენ ვართ მსხვერპლი გაუგებარი გეოპოლიტიკური თამაშის, რომლის მიზანია ამ ტერიოტირაზე ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის ჩამოყალიბების. რატომ უნდა გადაწყვიტოს სხვა ფორმით ცხოვრება, სხვა შეთანხმებებში შესვლა, რომელიც ჩვენს ინტერესებს არ წარმოადგენს. ჩვენ გვესმის რომ მეზობელი ქვეყნის ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ და ამას ვითვალისწინებთ. თუმცა როდესაც საუბარია იმაზე, რომ უნდა აღდგეს ახალი იმპერია თუ კავშირი, რომელშიც ძალით გვეძახიან, ამაზე პასუხი არის ის, რომ ესეთი ბევრი მცდელობა ყოფილა და საქართველოს ბევრი იმპერიისთვის გაუძლია, თუმცა იქიდან ძლიერი გამოსულა“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






