პრეზიდენტი ფარული მიყურადების საკითხთან დაკავშირებით შალვა შავგულიძეს და ვახტანგ ხმალაძეს შეხვდა
პოლიტიკა - 19:51, 28 Oct, 2014     1346
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს შალვა შავგულიძეს და ვახტანგ ხმალაძეს შეხვდა.
საუბრისას მათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტი განიხილეს. ქვეყნის პირველმა პირმა დეპუტატების მოსაზრება მოისმინა ფარული მიყურადების საკანონმდებლო რეგულაციის შესახებ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე.
"საქართველოს პრეზიდენტს ბოლო თვეების განმავლობაში არაერთი შეხვედრა ჰქონდა თავად საკითხის ინიციატორებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, პარლამენტის წევრთა გარკვეულ ჯგუფთან. 3 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მივმართეთ თხოვნით, რომ საკუთარი მოსაზრება გაეცნო პრეზიდენტისთვის, თუმცა, სამწუხაროდ, ეს შეხვედრა დღემდე არ შემდგარა. დღეს გაიმართა შეხვედრა იურიდიული კომიტეტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მიზანი იყო ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო რეგულაციების ირგვლივ თავად ინიციატორთა პოზიციების გაცნობა", - აღნიშნა პრეზიდენტის საპარლმენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ.
კვერენჩხილაძის თქმით, თუ აუცილებლობა მოითხოვს, ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე განხილული იქნება ვეტოს დადების საკითხი.
''მისი თქმით, ჯერ არ მიღებულ კანონზე ვეტოს დადებაზე საუბარი უხერხულად მიაჩნია. "დაველოდოთ მოვლენებს, როგორი სახით იქნება მიღებული, რა საკანონმდებლო რეგულაცია ჩამოყალიბდება. თუ მოითხოვს აუცილებლობა, თუ მოითხოვს საკითხი, რა თქმა უნდა, ეს თემაც განხილული იქნება", - აღნიშნა კვერენჩხილაძემ.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42