არ არის კარგი, როდესაც ვადის გადაწევა გვიწევს, მაგრამ ყველას ვთხოვ,მოთმინებით აღვიჭურვოთ-უსუფაშვილი
პოლიტიკა - 19:33, 28 Oct, 2014     1351

ბელგიის სამეფოში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ე.წ. ფარული მოსმენების საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების ვადების გადაწევასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

„ბელგიაში წამოსვლის წინ შეხვედრა გავმართე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების მომართვის ზოგიერთ ავტორთან, ისე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლებთან. შემდგომ, ჩემი თხოვნით, მათ შორისაც შედგა შეხვედრა და საუბარი. როგორც ჩანს, დარჩა პასუხგაუცემელი კითხვები. მზად ვარ, როგორც კი საქართველოში დავბრუნდები, შევხვდე სამუშაო ჯგუფის წევრებს, რომლებიც თავიანთი გამოცდილებისა და პრინციპულობის გამო მოვიწვიეთ.


შესაბამისად, მათი მოსაზრებები მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მაგრამ, ამასთან, ყველას ვთხოვ, არ ავჩქარდეთ და არ გავუსწროთ მოვლენებს წინ, რათა მივაღწიოთ იმ შედეგს, რაც მიზნად დავისახეთ. მოსმენებთან დაკავშირებით უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და საკანონმდებლო ცვლილებებიც განხორციელდა. ეს მოხერხდა სწორედ არასამთავრობოების, პარლამენტისა და სამართალდამცავების მჭიდრო, კოორდინირებული თანამშრომლობით.


გასაგებია, რომ გვინდა პროცესის უფრო სწრაფად წარმართვა, ვიდრე ხდება. არ არის კარგი, როდესაც ვადის გადაწევა გვიწევს, მაგრამ ყველას ვთხოვ, საქმის ბოლომდე მისაყვანად სათანადო მოთმინებით აღვიჭურვოთ. და კიდევ ერთი - ყველას ვთხოვ, გაითვალისწინოს ის, რომ კონკრეტულად შალვა შავგულიძეს არავისზე ნაკლებად არ აღელვებს ეს საქმე და არავისზე ნაკლები წვლილი არ აქვს შეტანილი საქმის წარმატებაში, იმ შედეგის მიღწევაში, რაც დღეს გვაქვს და თუ მას რაიმე ინიციატივა და წინადადება აქვს, ეს მხოლოდ საქმის ინტერესებიდან მომდინარეობს, რათა პროცესი შუა გზაზე არ შეწყდეს და შემდეგ არ მოხდეს იმის დეკლარირება, რომ რაღაც ისე ვერ მოვახერხეთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42