,,მოსკოვის მიერ ცხინვალთან ხელშეკრულების გაფორმება ბევრად უფრო საშიშია“ - თორნიკე შარაშენიძე
პოლიტიკა - 19:39, 28 Oct, 2014     1434
მოსკოვი ცხინვალთან თანამშრომლობის და ინტეგრაციის დოკუმენტის გაფორმებით აღნიშნულ რეგიონში მოქმედების თავისუფლებას „გაიპრავებს“, - ამის შესახებ ექსპერტმა თორნიკე შარაშენიძემ ,,ნიუპოსტთან" სააგენტო ,,ოსრადიოს" მიერ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც „ნიუპოსტთან“ საუბრისას შარაშენიძემ აღნიშნა, ეს დოკუმენტი ქართული მხარისთვის უფრო საშიშია, ვიდრე აფხაზეთსა და მოსკოვს შორის გასაფორმებელი დოკუმენტი. ექსპერტის განმარტებით, ცხინვალიდან რუსეთს პირდაპირ შეუძლია იერიშის მიტანა და მთავარი გზატკეცილის გადაკეტვა.

„აღნიშნული შეთანხმების გაფორმება ცხინვალთან, უფრო დიდი საფრთხის შემცველია, რადგან ცხინვალის რეჟიმი ასი პროცენტით არის დამოკიდებული მოსკოვზე და რუსეთი მოქმედებების თავისუფლებას ცხინვალის რეგიონში უფრო მეტად „გაიპრავებს“. ცხინვალი თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე უფრო მეტად საშიშია, ვიდრე აფხაზეთი. ცხინვალის რეგიონიდან შეიძლება პირდაპირ თბილისზე შეტევის მიტანა და გადაჭრა მთავარი გზატკეცილის. ასევე, ამ ფონზე კახეთის გზატკეცილის მშენებლობის გეგმა, რომელიც თბილისს სრულიად ალყაში აქცევს“, - აცხადებს შარაშენიძე.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში უნდა დაიწყოს პროაქტიური საგარეო პოლიტიკა და გააძლიეროს შეიარაღებული ძალები.

,,ხელისუფლებამ რაიმე ქმედება უნდა განახორციელოს კახეთის გზატკეცილის მშენებლობასთან დაკავშირებით. არ არის აუცილებელი ჩვენი მხრიდან ჩარევა. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ გვყავს ძლიერი შეიარაღებული ძალები. არ უნდა შევუწყოთ რუსეთს ხელი ახალი გზების მშენებლობაში, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას სამხედრო მიზნებისთვის“, - განაცხადა შარაშენიძემ.

სააგენტო ,,ოსრადიოს" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხინვალის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ თანამშრომლობის და ინტეგრაციის დოკუმენტი მოსკოვსა და ცხინვალს შორისაც მზადდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42