"მოსკოვსა და ცხინვალს შორის თანამშრომლობის დოკუმენტი რუსეთის მხრიდან ანექსიის ფორმალიზებაა"
პოლიტიკა - 19:20, 28 Oct, 2014     1348

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი მოსკოვსა და ცხინვალს შორის თანამშრომლობის და ინტეგრაციის დოკუმენტს შესაძლო გაფორმებას ეხმაურება.

„ნიუპოსტთან“ საუბარში დარჩიაშვილი ამბობს, რომ აღნიშნული დოკუმენტი რუსეთის მხრიდან ანექსიის ფორმალიზებას ნიშნავს.

„აღნიშნული დოკუმენტი შეიძლება ითქვას, რომ არის რუსეთის მხრიდან ანექსიის ფორმალიზება. ანექსირებულია ეს ტერიტორიები, იქ კონტროლს ახორიცელებს ოკუპანტი, ამას ჰქვია ფაქტობრივი ანექსია. ამ დოკუმნეტით ხდება ამ ყველაფრის ფორმალიზება და რუსეთის ფედერაციასთან ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაციისკენ ნაბიჯების გადადგმა. ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები სხვა ფილოსოფიით მოვიდნენ, რომ რუსეთი ჩვენ გაგვიკეთებდა რამეს, ვიმეგობრებდით რუსებთან და თან ევროპელები დავრჩებოდით. ეს იყო მათი დეკლარაცია და რა გამოდის აქედან ხედავთ“, - აცხადებს დარჩიაშვილი.

სააგენტო ოსრადიოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხინვალის ე.წ. პარლამენტის სპიკერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ თანამშრომლობის და ინტეგრაციის დოკუმენტი მოსკოვსა და ცხინვალს შორისაც მზადდება.

„ხელშეკრულება, რომელიც მზადდება, უფრო ფართო იქნება, ვიდრე აფხაზური ვერსია. ხელშეკრულების ის ვარიანტი, რომელიც აფხაზეთსა და რუსეთს შორის ხელმოსაწერად მზადდება, სამხრეთ ოსეთის ხალხის ყველა მისწრაფებას, რუსეთის ფედერაციაში შესვლის სურვილს არ ასახავს“, - განაცხადა ბიბილოვმა და აღნიშნა, რომ დოკუმენტი ამჟამად შემუშავების სტადიაშია და მას ხელი წლის ბოლომდე უნდა მოეწეროს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42