"ტაბულას" რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების დაკავების ფაქტს ეხმაურება.
"ალექსანდრე ნინუაც შესყიდვების უფროსი იყო თავდაცვაში.
მასაც წარუდგინეს ბრალი გაფლანგვაზე (სამარცხვინო ბრალდებებია: ყველა ტელევიზიით გაშუქებულ წრთვნებზე ეუბნებიან, არ ჩატარებულაო და სამხედრო ტექნიკის ყიდვისას ფული მოტეხეო - სამხედრო მანქანების ფასები, სამშენებლო მანქანების ფასების მიხედვით დაადგინეს და ისე გადაწყვიტეს, თუმცა ეს არაფერი - ან თბილისში, ანაც სტრასბურგში, პროკურატურა მაგრად დაიცინება. არც ნინუა დადნება ციხეში - he is a tough guy).
ცხადია ნინუა იმიტომ დაიჭირეს, რომ კეზერაშვილისთვისაც წარედგინათ ბრალი და ასეც მოიქცენენ. ლოგიკა ის იყო, რომ შესყიდვების უფროსი მინისტრისგან დამოუკიდებლად არ იმოქმედებდა.
ჰოდა მე მაინტერესებს, ალასანიასაც წარუდგენენ ბრალს?"- წერს ჩერგოლეიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






