ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოს რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობა სურს, მაგრამ საამისოდ მოსკოვთან ძლიერი პოზიციიდან საუბარია საჭირო.
სტოლტენბერგმა დღეს ბრიუსელში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ნატომ ევროპაში სტაბილიზაციის უზრუნველყოფას შეუწყო ხელი, მაგრამ ახლა, უკრაინაში ინტერვენციით, რუსეთი მიღწეული პროგრესის უკან დახევას ცდილობს.
სტოლტენბერგმა საქართველო-ნატოს ურთიერთობაზეც ისაუბრა : „მე ვესწრებოდი სამიტს ბუქარესტში, როცა მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ და ახლა ჩემი, როგორც გენერალური მდივნის პასუხისმგებლობაა, ვიზრუნო იმაზე, რომ განვახორციელოთ ყოვლისმომცველი პაკეტი, რომელზეც შევთანხმდით. მალე შევხვდები საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რათა განვიხილოთ საქართველოსთვის ამ ყოვლისმომცველი პაკეტის განხორციელება და შემდგომი ნაბიჯები“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
სტოლტენბერგი ნატოს გენერალურ მდივნის პოსტზე მუშაობას 1 ოქტომბერს შეუდგა,
მასალის გამოყენების პირობები






