,,რესპუბლიკური პარტია“ კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წინაშე პირობებს აყენებს
პოლიტიკა - 17:23, 28 Oct, 2014     2987
,,რესპუბლიკური პარტია“ კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წინაშე პირობებს აყენებს და მომდევნო ორი წლის პოლიტიკური დღის წესრიგის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

,,ნიუპოსტი“ უცვლელად გთავაზობთ პარტიის მიერ გავრცელებული განცხადების ტექსტს:

,,ორი წლის წინ 2012 წლის 1 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილმა კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა საპარლამენტო არჩევნებში. ამ გამარჯვებით კოალიციაში შემავალმა ექვსმა პარტიამ ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა აიღო. 2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით კი კოალიცია ქვეყანას უკვე ხელისუფლების ყველა დონეზე მართავს.

დღეისათვის – ხელისუფლებაში მოსვლიდან 2 წლის თავზე – შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ წარმატებით დაასრულა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეტაპი – ნაციონალური მოძრაობის ავტორიტარული რეჟიმის დემონტაჟი, ევროპული ინტეგრაციის შეუქცევადობის უზრუნველყოფა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით და ქვეყნის დემოკრატიული მოდერნიზაციის ფუნდამენტის მომზადება სასამართლოს, ბიზნესისა და მედიის პოლიტიკური წნეხისგან გათავისუფლებით. იმავდროულად, ამ პროცესში გამოვლინდა სხვადასხვა პრობლემა თუ გამოწვევა.

რესპუბლიკური პარტიის ხედვით, მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ 2 წელიწადში, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაჭრას ქვეყნის წინაშე მდგარი შემდეგი ძირითადი ამოცანები:

1. მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუციური საფუძვლების განმტკიცება, რისთვისაც საჭიროა: კონსტიტუციით გარანტირებული პოლიტიკური უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელი დაცვა; ამ ამოცანის შესაბამისი საარჩევნო სისტემის თაობაზე ფართო კონსენსუსის მიღწევა; პოლიტიკურ და სხვა შეხედულებათა მრავალფეროვნების მიმართ ტოლერანტობის გარემოს დამკვიდრება; ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე დაფუძნებული ქვეყნის დემოკრატიული მოდერნიზაციის პროცესის დაჩქარება;

2. დემოკრატიული ინსტიტუტების დაჩქარებული ტემპით განვითარება, რისთვისაც საჭიროა: ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის კონსტიტუციური საფუძვლების სრულყოფა; ხელისუფლების განხორციელების მაქსიმალური ინსტიტუციონალიზაცია და დე–პერსონალიზაცია; მმართველი პოლიტიკური ძალის სახელმწიფო–ადმინისტრაციულ სისტემასთან მორიგი შერწყმის არდაშვება; არა პიროვნულ ფაქტორებზე, არამედ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული დემოკრატიული კონსტიტუციური წესრიგის დამყარება;

3. კონკურენტუნარიანი და სწრაფად მზარდი ეროვნული ეკონომიკური სისტემის ფორმირება, რითვისაც საჭიროა: მთავრობის ეკონომიკური კურსის მეტი სიცხადე და თანმიმდევრულობა; გადაუდებელი სოციალური საჭიროებების დაკმაყოფილების პრიორიტეტის ეტაპობრივი ჩანაცვლება ეკონომიკის ზრდის ტემპის დაჩქარებისა და მეტი სამუშაო ადგილის შექმნის პრიორიტეტებით; სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესზე ზეწოლისა და მეურვეობის პრაქტიკის დასრულებასთან ერთად სახელმწიფოს წილის შემცირება ეკონომიკურ საქმიანობაში; ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებითა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციით მოსახლეობისთვის შექმნილი ახალი შესაძლებლობების დროული რეალიზაცია;

4. ეფექტიანი სახელმწიფო მმართველობის დამკვიდრება, რისთვისაც საჭიროა: საკადრო პოლიტიკის დაფუძნება პროფესიონალიზმზე და კვალიფიკაციაზე და პოლიტიკური ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციის დაუყოვნებლივ აღმოფხვრა; ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოებზე სპეცსამსახურებისა და პარტიული სტრუქტურების მეურვეობის დაუშვებლობა; თვითმმართველობის რეფორმის პირველი ეტაპის შედეგების გამყარება (მერების, გამგებლებისა და საკრებულოების მიერ კანონით განსაზღვრული კომპეტენციებით სრულად სარგებლობა) და მეორე ეტაპის დაუყოვნებლივ დაწყება (მუნიციპალიტეტების ფინანსური და ეკონომიკური ბაზის გაზრდა, სტრუქტურული ოპტიმიზაცია); მართლმსაჯულების რეფორმის მეორე ტალღის ღონისძიებების გატარება; პროკურატურის, პოლიციისა და სპეცსამსახურების სისტემის მოწყობა ევროპული სტანდარტების შესაბამისად, რათა სრულად გამოირიცხოს პოლიციურ–რეპრესიული სისტემის რესტავრაცია;

5. ქვეყნის უშიშროების უზრუნველყოფა, რისთვისაც საჭიროა: ნატოში ინტეგრაციის პროცესის ინტენსიფიკაცია; გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების სრული და დროული იმპლემენტაცია; ქვეყნის უშიშროებასა და საგარეო პოლიტიკაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოების კოორდინირებული ფუნქციონირების უზრუნველყოფა და თანამდებობის პირებს შორის ამ საკითხებზე საჯარო ურთიერთბრალდებების პრაქტიკის აღმოფხვრა.

ის ფაქტი, რომ ამ პრობლემების მნიშვნელოვანი ნაწილი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების დანატოვარია, ვეღარ გამოადგება „ქართული ოცნების“ კოალიციას თავის გასამართლებლად. ახალი ეტაპის პოლიტიკური ამოცანების წარმატებით გადასაჭრელად საჭიროა თავად კოალიციური სისტემის დახვეწა; კოალიციის სიმტკიცეს განაპირობებს მისი მეტი დემოკრატიულობა, მასში შემავალი პარტნიორი პარტიების ინტერესთა თანხვედრაზე დამყარებული რეალური კოლეგიურობა ხელისუფლების ყველა დონეზე გადაწყვეტილებების მიღებისას, მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისობა კოალიციის სადამფუძნებლო პრინციპებთან, აგრეთვე საშემსრულებლო დისციპლინის ამაღლება.

ამის მისაღწევად და დასამკვიდრებლად საქართველოს რესპუბლიკური პარტია პარტნიორებს კოალიციის ეფექტიანობის გაზრდისა და უკეთ სტრუქტურირების ორ შესაძლო გზას სთავაზობს: ვაქციოთ არსებული სპეციფიკური (წინა ხელისუფლების მოშორებაზე ორიენტირებული) კოალიცია კლასიკური ევროპული ტიპის ისეთ კოალიციად, რომელსაც საფუძვლად დაედება კოალიციური შეთანხმება პასუხისმგებლობების სრულყოფილად გადანაწილებითა და დეკლარირებული და პრაქტიკული ერთიანობით საერთო პოლიტიკურ პლატფორმაზე, ან ისეთ კოალიციად, რომელიც მასში შემავალი პარტიების საკუთარი იდეოლოგიის შესაბამისად პოზიციონირებისა და განსხვავებული პოზიციების დაფიქსირების თავისუფლებას უზრუნველყოფს კოალიციაში მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში.

საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ლიდერების პოზიცია ამასთან დაკავშირებით ცნობილია კოალიციის ხელმძღვანელი ორგანოსთვის (პოლიტიკური საბჭოსთვის) და დარწმუნებული ვართ, რომ უახლოეს დროს პარტნიორებთან ერთად მივიღებთ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და ჩვენს მიერ ერთობლივად ნაკისრი პასუხისმგებლობის ადეკვატურ გადაწყვეტილებებს. ამასთანავე, ჩვენ და ჩვენი კოალიციური პარტნიორები ანგარიშვალდებულნი ვართ ამომრჩევლების წინაშე და მზად უნდა ვიყოთ ამ განცხადებაში წამოჭრილ საკითხებზე მათი მოსაზრებების გათვალისწინებისთვის“, - ნათქვამია ,,რესპუბლიკური პარტიის“ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42