ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, სს „საქრუსენეგოს“ გენერალურმა დირექტორმა რომეო მიქაუტაძემ, მთვრობისა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა 330 კილოვოლტიან მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემხაზზე „გარდაბანი“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები შესრულდა ორ ეტაპად.
პირველ ეტაპზე, 330 კვ ეგხ “გარდაბანზე” შესრულდა სარემონტო სამუშაოები, რომლებიც მოიცავდა ფაიფურის იზოლატორების შეცვლას შუშის იზოლატორებით, ასევე, ძლიერ დაჭუჭყიანებული და გატეხილი იზოლატორების შეცვლას, ჯამში შეიცვალა 1500 ცალამდე იზოლატორი.
ამჟამად 330 კვ ეგხ “გარდაბანზე” მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რომელიც მოიცავს ქ/ს “გარდაბანი-500”-ში 330 კვ ეგხ “გარდაბნის” პორტალზე ფაიფურის იზოლატორების შეცვლას შუშის იზოლატორებით, ჯამში შეიცვლება 130 ცალი ფაიფურის იზოლატორი შუშის იზოლატორით.
მასალის გამოყენების პირობები






