საქართველოს იუსტიციის მინისტრის განმარტებით, მისთვის უშიშროების საბჭოს სხდომის დღის წესრიგთან დაკავშირებული დეტალები უცნობია, რადგან იგი საბჭოს წევრი არ არის. წულუკიანი იმ თემებს აღნიშნავს, რომელიც სავარაუდოდ საბჭოს სხდომაზე დღეს იქნება განხილული:
„პრემიერი, რა თქმა უნდა ესწრება უშიშროების საბჭოს სხდომას, რადგან ეს ის საბჭოს სხდომაა, რომელიც აფხაზეთის თემას ეძღვნება და ეს არც შეიძლება ყოფილიყო სხვანაირად. იუსტიციის მინისტრი არ გახლავთ უშიშორების საბჭოს წევრი, აქედან გამომდინარე, დღის წესრიგზე ვერაფერს გეტყვით, არ არის ჩემთვის დეტალები ცნობილი. მთლიანობაში, რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპაცია, რომელიც ისევ გრძელდება ჩვენს ტერიტორიაზე და ის ხელშეკრულების პროექტი, რომელსაც ოკუპანტი ცდილობს გააფორმოს აფხაზეთთან, ეს თემებია რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი დღევანდელ დღის წესრიგში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






