პოროშენკო: უკრაინა 2014 წლის სამამულო ომში გაიმარჯვებს
პოლიტიკა - 14:57, 28 Oct, 2014     1372

პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მას მტკიცეთ სწამს „2014 წლის სამამულო ომში“ უკრაინის გამარჯვებისა.

ამის შესახებ ნათქვამია მის განცხადებაში, რომელიც უკრაინის ფაშისტური რეჟიმისგან განთავისუფლების 70 წლისთავისადმი არის მიძღვნილი.

როგორც პოროშენკო აცხადებს: „ზუსტად 70 წლის წინ ჩვენმა ბაბუებმა და დიდმა ბაბუებმა გაათავისუფლეს უკრაინა ფაშისტური რეჟიმისგან“.

„ჯერკიდევ 1939 წლის მარტში, სანამ მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ნახევარი წელიწადი იყო დარჩენილი, ჩვენმა ქვეყანამ ერთერთმა პირველმა იგრძნო სისხლიანი ტრაგედიის სუნთქვა. ჩვენი გმირები უთანასწორო ბრძოლაში ჩაერთვნენ ოკუპანტების წინააღმდეგ. ამის შემდეგ, ექვსი მძიმე წლის განმავლობაში უკრაინა ორი ტოტალიტარული რეჟიმის სათამაშო არენა იყო. ფაშიზმზე გამარჯვებისათვის ჩვენმა ერმა წარმოუდგენლად დიდი საფასური გაიღო - მილიონობით დაღუპული, დაჭრილი და დასახიჩრებული.

დაუზუსტებელი ინფორმაციით 8-დან 9 მილიონამდე ჩვენი თანამემამულე დაეცა ბრძოლის ველზე, ჩავარდა ტყვედ, დაიღუპნენ ოკუპაციის დროს. ათობით ათასი უკრაინული სოფელი და ქალაქი განადგურდა. უკრაინის საზღვრები ხელშეუხებელი 70 წლის განმავლობაში იყო, სანამ კვლავ არ დაგვიბრუნდა ომი. ამჯერად იგი მოვიდა არა დასავლეთიდან, არამედ აღმოსავლეთიდან.

პირველად 70 წლის განმავლობაში, ჩვენ კვლავ გვიწევს თავის დაცვა, ბრძოლა თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის. მივმართავ სამხედროებს და უკრაინელ ხალხს, თქვენ ხართ შვილიშვილები და შვილთაშვილები იმ გმირებისა, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის 70 წლის წინ იბრძოდნენ. მთელი უკრაინა თავს იხრის თქვენს წინაშე, თქვენი მამაცობისა და გმირობის წინაშე. მე მჯერა, რომ უკრაინა „სამოქალაქო ომში“ გაიმარჯვებს“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42