არ დაუშვათ მოსმენების მანკიერი სისტემის გახანგრძლივება - მიმართვა უსუფაშვილს
პოლიტიკა - 11:41, 28 Oct, 2014     1326

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრთა ნაწილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს.

ისინი მოუწოდებენ უსუფაშვილს არ დაუშვას უკანონო მოსმენების გახანგრძლივება, შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციების გადავადების გზით. მიმართვას ხელს: ეკა გიგაური, ლაშა ტუღუში, კახა კოჟორიძე, ზვიად ქორიძე, ლიკა საჯაია აწერენ

"მოგმართავთ ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრთა ნაწილის სახელით. მოგახსენებთ, რომ ჩვენთვის ცნობილი გახდა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ბატონი შალვა შავგულიძის საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებში არსებული პერსონალური ინფორმაციის უკონტროლო და შეუზღუდავი წვდომის საკანონმდებლო დარეგულირება ა.წ. 1 ნოემბრიდან 2015 წლის აპრილამდე გადაიდება. გაცნობებთ, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მომზადდა ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფთან შეთანხმების გარეშე, რაც, მიუღებელია, ვინაიდან წარმოადგენს იმ სამუშაო ჯგუფის წევრების იგნორირებას, რომელიც კანონი საფუძველზე სპეციალურად ამ საკითხისათვის შექმნა იურიდიულმა კომიტეტმა. მას შემდეგ, რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა კანონპროექტის ინიცირება, სამუშაო ჯგუფის რვა წევრმა, მათ შორის სახალხო დამცველის წარმომადგენელმა და საქართველოს პარლამენტის ორმა წევრმა (ნინო გოგუაძემ და თამარ კორძაიამ), განცხადებით მივმართეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ვახტანგ ხმალაძეს და ვითხოვეთ სამუშაო ჯგუფის სასწრაფოდ შეკრება აღნიშნულ ინიციატივაზე მსჯელობის მიზნით. სამწუხაროდ, სამუშაო ჯგუფი არ იქნა მოწვეული. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე არსებობს ევროსაბჭოს ექსპერტთა არაერთი დასკვნა, სადაც ხაზგასმულია დღევანდელი სისტემის შეცვლის აუცილებლობა, როგორც ადამიანის პირადი ცხოვრების უფლების დაცვისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი წინაპირობა. 24-25 სექტემბერს საქართველოში ჩამოსულმა ევროპელმა ექსპერტებმა შემაჯამებელი რეკომენდაციები წარმოადგინეს. ექსპერტთა ბოლო რეკომენდაციების შემდეგ სამუშაო ჯგუფი არ ყოფილა მოწვეული. ჯგუფში აღნიშნულ საკითხზე მსჯელობა არ გამართულა და მასზე კენჭისყრა არ ჩატარებულა. შესაბამისად, გაუგებარია რას ემსახურება და რა უდევს საფუძვლად სამუშაო ჯგუფის გვერდის ავლით დაჩქარებული წესით იურიდიული კომიტეტის მიერ კანონპროეტის ინიცირებას. ვფიქრობთ, რომ პრობლემისა და სამუშაო ჯგუფის მიმართ ამგვარი დამოკიდებულება წარმოადგენს პროცესუალური დემოკრატიის ძირითადი პრინციპების უგულვებელყოფას. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული საკითხის გადავადების მხარდაჭერის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი გაახანგრძლივებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ადამიანების პირადი ცხოვრების დარღვევის და ღირსების შელახვის სისტემის არსებობას. აღნიშნული სისტემა მუდმივად იარაღად გამოიყენებოდა სამართალდამცავი ორგანოების მიერ პოლიტიკური ოპონენტებისა და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების წინააღმდეგ. სამწუხაროა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებშიც გაჭირდა გამბედავი პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და ხელისუფლებამ ვერ დათმო იარაღი, რომლის მეშვეობითაც მასობრივად ირღვეოდა ადამიანის უფლებები. იმედი გვაქვს, რომ თქვენ პირადად, როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არ დაუშვებთ საქართველოში მოსმენების მანკიერი სისტემის არსებობის გახანგრძლივებას. ამით თქვენ დაამტკიცებთ, რომ საქართველოს აქვს შანსი, გახდეს ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფო",-ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42