საქართველოს საფრანგეთთან სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას გეგმავს
პოლიტიკა - 11:47, 28 Oct, 2014     1449

საფრანგეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას ფრანგმა კოლეგამ ჟან-ივ ლე დრიანმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებსა და უელსის სამიტის შედეგებს.
ჟან-ივ ლე დრიანმა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების გზაზე საფრანგეთის სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა. საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ქართულ მხარეს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის სამშვიდობო მისიაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე საუბარი რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებსაც შეეხო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ირაკლი ალასანიას განცხადებით: “საქართველოსა და საფრანგეთის სამხედრო თანამშრომლობა ყოველდღიურად ღრმავდება. დღევანდელ შეხვედრაზე მინისტრ დრიანთან განვიხილეთ ჩვენი ერთობლივი ოპერაციის მიმდინარეობა ცენტრალურ აფრიკაში, როგორ უზრუნველვყოფთ ერთობლივად უსაფრთხოებას ამ ოპერაციის მიმდინარეობისას. ასევე, ვისაუბრეთ საქართველო-საფრანგეთის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობაზე, მათ შორის, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით საფრანგეთის მხრიდან გადასადგმელ ნაბიჯებზე, ვისაუბრეთ ნატოში ჩვენი გაწევრიანებისთვის აუცილებელი სამხედრო თავსებადობის კუთხით რას გააკეთებს საფრანგეთი ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად. ასევე, ვისაუბრეთ იმაზე, რომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გაგრძელდეს და ქართულ-ფრანგული ურთიერთობები რეალურად გახდეს სტრატეგიული დონის.”

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა გლობალური უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

ირაკლი ალასანიას საფრანგეთში ვიზიტი დღეს დასრულდება. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42