საჯარო რეესტრმა შვედი ექსპერტებისგან ახალი საპროექტო წინადადებები მიიღო
პოლიტიკა - 11:13, 28 Oct, 2014     872

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე და სააგენტოს ხელმძღვანელობა შვედეთის კარტოგრაფიის, კადასტრისა და მიწის რეგისტრაციის ადმინისტრაციული ორგანოსთან “Lantmateriet”-ის ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განსაზღვრეს და ახალი საპროექტო წინადადება განიხილეს.

შვედი სპეციალისტები სააგენტოს მენეჯმენტს მონაცემთა ხარისხის გაუმჯობესების, ქონების რეგისტრაციის, ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების, საკადასტრო სტანდარტების დანერგვის, გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სისტემის, ეროვნული სივრცითი ინფორმაციის ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებასა და განვითარების საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციებს გაუწევენ.

როგორც სააგენტოს თავმჯდომარემ, პაპუნა უგრეხელიძემ აღნიშნა: „სააგენტოსა და ლანდმატერატს 10 წლიანი თანამშრომლობა აკავშირებთ. ამ ხნის განმავლობაში შვედურმა მხარემ მნიშვნელოვან წვლილი შეიტანა ქართული სარეგისტრაციო სისტემის ჩამოყალიბების პროცესში. ახლა უკვე სააგენტო განვითარების ახალ ეტაპზეა გადასული. მიმდინარეობს საჯარო რეესტრის ძირითად მიმართულებების ცენტრალიზაცია, ასევე, სარეგისტრაციო სამსახურების გამსხვილება რეგიონულ დონეზე, რაც ხელს შეუწყობს ერთიანი სარეგისტრაციო პოლიტიკის შემუშავებას და დანერგვას ქვეყნის მასშტაბით. შვედეთს ამ მიმართულებით აქვს კარგი გამოცდილება და ამ გამოცდილების გაზიარება ჩვენი კოლეგებისგან მნიშვნელოვნად დაგვეხმარება პროცესის სწორად დაგეგმვაში. ვიზიტის ფარგლებში ახალი თანამშრომლობის ფორმატი შემუშავდება, რომელიც იმ ძირითად პრინციპებზე იქნება აგებული, რა გამოწვევებიც აქვს დღეს ჩვენს ქვეყანაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს“.

პროექტის განხორციელება შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) მხარდაჭერით იგეგმება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42