,,რუსული აგრესიის განახლებული ფორმები, განსაკუთრებით ის, რომელიც აფხაზეთის თემით გამოიკვეთა, მოიასწავებს იმას, რომ საჭიროა საერთო ეროვნული კონსესნსუსი. რუსეთი ნამდვილად ემზადება ახალი პროვოკაციული ქმედებებისთვის. ეს პოზიცია გვქონდა ჩვენ ეროვნულ-დემოკრატებს და გვაქვს დღესაც, ჩვენ ეროვნულ-დემოკრატები ვაგრძელებთ მუშაობას აფხაზთა კრებასთან ერთობლივ ფორმატში და 8 ნოემბერს ვმართავს აქციას დამოუკიდებლად ზუგდიდში, რომელსაც ეწოდება ,,აფხაზთა კრება ზუგდიდში“, რომელიც ამავე თემის გარშემო შეკრებაა, ხოლო რაც შეეხება აფხაზთა კრების დამოკიდებულებას 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს თვითონ ,,აფხაზთა კრება“
ეროვნულ-დემოკრატიული პარტია პარტიული ნიშნით ამ აქციაში ვერ იქნება ჩართული რადგან, მიგვაჩნია, რომ აფხაზეთის ანექსიის გაპროტესტება არა პარტიული აქცია, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის შედეგი უნდა იყოს“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.
მასალის გამოყენების პირობები






