ხვალ ჩანიშნულ უშიშროების საბჭოს სხდომას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაიაი ფანჯიკიძეც დაესწრება. ამის შესახებ კომენტარი თავად სახელმწიფო მინისტრმა გააკეთა:
„უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრებიან ის წევრები, რომელებიც არიან თბილისში და ის მოწვეული სტუმრები, რომლებიც დაპატიჟებულები არიან ხვალინდელ სხდომაზე. პრემიერმინისტრი დაესწრება იმ მინისტრებთან ერთად, რომლებიც არიან თბილისში“, - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
უშიშროების საბჭოს სხდომა ხვალ 28 ოქტომბერს, 18:00 საათზე გაიმართება. სხდომას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება და იგი პრეზიდენტის რეზიდენციის ადმინისტრაციულ ნაწილში გაიმართება, მთავრობის კანცელარიის ნაცვლად. ირინა იმერლიშვილის ცნობით, სხდომას ვერ დესწრებიან ალექსი პეტრიაშვილი, ნოდარ ხადური და ირაკლი ალასანია, რადგან ისინი სამუშაო ვიზიტით საზღვარგარეთ იმყოფებიან. უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტმა ერთი კვირის წინ მოიწვია.
მასალის გამოყენების პირობები






