პრემიერის ეს განცხადება შეაფასეს არასაპარლამენტო ოპოზიციაში, ბაჩუკი ქარდავას განცხადებით, აფხაზეთის საკითის გადაწყვეტა მხოლოდ რუსეთის განეიტრალებით და საერთაშორისო დიპლომატიური ზეწოლით არის შესაძლებელი.
,,ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ საკითხი საგარეო პოლიტიკის ჭრილში უნდა იხილებოდეს და სწორედ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა განსაზღვრავს და განაპირობებს იმას, თუ რა მდგომარეობა იქმნება აფხაზეთში. იმ წინადადებების შეთავაზება, რაც არ არის ახალი და სხვა ხელისუფლებებსაც გაუკეთებია, ნათლად აჩვენებს, რომ არ არის შედეგის მომტანი. შედგეგს მოიტანს საერთაშორისო დონეზე, რუსეთზე მაქსიმალური დიპლომატიური ზეწოლა და მხოლოდ რუსეთის განეიტრალების შემდეგ შეიძლება ვისაუბროთ იმაზე, რომ ქართველები და აფხაზები ერთ სახელმწიფოში შევძლებთ ცხოვრებას“, - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ ,,რუსთავი 2“-თან კომენტარში.
,,მძიმე წარსული გადავიტანეთ, იყო ძალიან მძიმე შეცდომები, მაგრამ დღეს ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში და გთავაზობთ, რომ ვიცხოვროთ ერთიან ძლიერ საქართველოში. თქვენ იყავით ავტონომიური რესპუბლიკა და ჩვენ გთავაზობთ იმავეს - გქონდეთ ავტონომია, მაგრამ ერთიანი დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველოს ფარგლებში და ვიცხოვროთ მშვიდად. ეს არის ჩემი კიდევ ერთი ძმური და მეგობრული შემოთავაზება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.მასალის გამოყენების პირობები






