"პრემიერ-მინისტრი ჩარჩენილია წარსულში და დაკავებულია სიძულვილის ენაზე საუბრით“, - ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მიხეილ მაჭავარიანი პრემიერი-მინისტრის დღევანდელ გამოსვლას, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობაში ყოფნის ორი წელი შეაფასა.
მისი თქმით, მთავრობას პერსპექტივა არ აქვს, რადგან ხალხი ხედავს, რომ რეალურად ისინი არაფერს არ აკეთებენ.
„იმედგაცრუებული ვარ და სიმართლე გითხრათ, მეტს არც ველოდი. როგორც ჩანს ჩვენი მთავრობა და პრემიერი წარუსლიდან ვერ გამოდიან. ამდენი ჩვენ არ გვილაპარაკია, თუ რა მემკვიდრეობა მივიღეთ შევარდნაძის ხელისფულებისგან, იმ ხალხისგან მათ შორის, ვინც ეხლა პრემიერ-მინისტრს გულში ჰყავს. ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობდა ჩვენს მიერ გაკეთებულ ავტობანებზე და ჩვენ იცით ამასთან დაკავშირებით რა პერსპექტივები გქვონდა. ის საუბრობდა დასაქმებაზე და ჩვენ საიდან დავიწყეთ, საუბრობდა ელექტროფიკაციაზე რამოდენიმე სოფლის და როდესაც ჩვენ მოვედით მთელი ქვეყანა ჩაბნელებული იყო. საუბრობდა პოლიციაზე და ჩვენ პოლიცია კი არ გვყავდა, გზაზე გავარდნილი ყაჩაღები დადიოდნენ. მათ ჩაიბარეს ქვეყანა, რომელსაც ბევრი პერსპექტივები ჰქონდა და რეგიონში რეფორმატორი იყო. იმის მაგივრად, რომ წარსულთან ბრძოლას თავი დაანებოს და მომავალზე იფიქროს, პრემიერი ჩარჩენილია წარსულში. ხალხი მშვენივრად ხედავს, რომ რეალურად ეს მთავრობა არაფერს არ აკეთებს. ამ მთავრობას პერსპექტივა არ აქვს. მთავრობა, რომელიც ჩარჩენილია წარსულში და სიძულვილის ენით საუბრობენ, რა უნდა ვესაუბროთ მათ“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
დეპუტატია, ასევე პრემიერის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს კომფორტს კიდევ უფრო მეტად დაურღვევს.
„მგონი მიხეილ სააკაშვილის ბოლო გამოსვლამ, რომელიც კონცენტრირებული იყო იმაზე თუ რა სჭირდება ქვეყანას. რას ქვია მყუდროება დაურღვია. სააკაშვილი მუშაობს ამერიკის შეერთებულ შტატებში. როგორც ხედავთ თავისუფლად გადაადგილდება ის. ორი ქვეყანაა, სადაც ყოფილი პრეზიდენტი ვერ ჩადის. ეს არის საქართველო და რუსეთი“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
მასალის გამოყენების პირობები






