ექსპერტი ნიკა ჩიტიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, აფხაზებთან და ოსებთან მიმართებაში დაანონსებულ გეგმას ეხმაურება.
აღნიშნულ თემაზე ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი ხელისუფლების ორწლიანი საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. პრემიერმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობას ფართო ავტონომიის პირობებში, ერთიანი და ძლიერი საქართველოს ფარგლებში თანაცხოვრება შესთავაზა.
ნიკა ჩიტიძე მიიჩნევს, რომ პრემიერის განცხადებაში აფხაზეთის მიმართ საქართველოს მხრიდან შეთავაზებული კონკრეტული სიახლე არ გამოკვეთილა.
„ის, რომ აფხაზეთს ვთავაზობთ ფართო ავტონომიას ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში, აქ არაფერი სიახლე არ არის. ქართული პოზიციაც ეგ არის და საქართველო აღიარებს, აფხაზეთის, ვთქვათ ავტონომიურ სტატუსს, რაც აღნიშნულია კიდეც საქართველოს კონსტიტუციაში, სადაც აფახაზეთი როგორც ავტონომიური რესპუბლიკა ისე მოიხსენება.
მაგალითად, განსხავავებით, იგივე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისგან, რომლის ასე ვთქვათ ოფიციალური აღდგენა ჯერ არც მომხდარა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და ფართო ავტონომიას შევარდნაძის ხელისუფლების დროსაც სთავაზობდნენ აფხაზეთს და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდშიც, თუმცა, ეს ამ შემთხვევაში რეალურად ვთქვათ აფხაზეთისთვის არ იქნება მისაღები. პირველ რიგში ამას ბუნებრივია რუსეთი არ დაუშვებს, მაგრამ ის რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება აქ ისედაც იგულისხმება, რომ აფხაზეთი ავტონომიის სტატუსით უნდა იყოს საქართველოს შემადგენლობაში.
აქ ჯერჯერობით საუბარი არ არის რაღაც კონკრეტულ გეგმაზე, თუ რა გეგმა შეიძლება შემუშავდეს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს აფხაზი საზოგადოების დაინტერესება, ერთიან საქართველოში ცხოვრებით. ამიტომაც ყოველ შემთხვეაში, ჯერჯერობით არაფერია კონკრეტული სამწუხაროდ, ანუ ისეთი სიახლე არ ჩანს იმაში, რომ თითქოს აფხაზებს რაღაც ახალს ვთავაზობთ, ამაში ახალი არაფერი არ არის“, - განაცხადა ნიკა ჩიტიძემ „ნიუპოსტთან“ საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები






