სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას ქმნის
პოლიტიკა - 12:42, 27 Oct, 2014     807

სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალძე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციას ქმნის.

„ამ ცენტრის შექმნის იდეა ყაზბეგში გაჩნდა...ამ კუთხეს, თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ჩემი აზრით, ურიგო არ იქნება, თუკი კავკასიის ცენტრის ოფისი, სწორედ საქართველოში, უფრო კონკრეტულად კი ყაზბეგში განთავსდება.


მთას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მხოლოდ იმის ხსენებაც საკმარისია, რომ დედამიწაზე სასმელი წყლის რესურსების 60%-ზე მეტს მთებიდან ვიღებთ, მთიანეთის ტყეები კი დედამიწის მთლიანი ტყის საფარის 23%-ს შეადგენს. მთიანეთის წიაღში მრავალი ბუნებრივი, ბიოლოგიური და მინერალური რესურსია, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი საარსებო წყაროა. აქედან გამომდინარე, მთის მეცნიერულ დონეზე შესწავლა, ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება აუცილებელია.

კავკასიის მთიანეთი მრავალი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორისაა ჩაკეტილი საზღვრების, მყინვარების დნობისა და მეწყრული ზონების პრობლემები, რომელთა გათვალისწინებითაც, აუცილებელია, კავკასიის რეგიონში მთიანეთის კვლევისა და განვითარების ცენტრი დაფუძნდეს ჩვენი ცენტრის მკვლევარებსა და მეცნიერებს კვლევებისას წინასწარ განსაზღვრული დამოკიდებულება არ უნდა ჰქონდეთ. სწორედ ესაა ცენტრის მომხიბვლელობა. კვლევებს ის მეცნიერები ჩაატარებენ, რომლებიც კონკურსით, ზუსტად ისე შეირჩევიან, როგორც ეს საერთაშორისო ორგანიზაციებშია მიღებული. „კავკასიის ცენტრი“ გადაწყვეტილებას კი არ მიიღებს, რეკომენდაციებს შეიმუშავებს და საკუთარ მოსაზრებას ჩამოაყალიბებს.

საერთოდ, ბუნებაში ადამიანის ჩარევის თემას ვერ ავცდებით, რადგან სხვაგვარად, პროგრესი წარმოუდგენელია, თუმცა ჩარევასაც თავის ლიმიტი აქვს. გარკვეულ ჩარჩოებში მოქცეული ჩარევა გარემოში შეუქცევად ცვლილებებს არ იწვევს. ეკოლოგიის, როგორც მეცნიერების არსია, დაადგინოს, ბუნებაში ადამიანის ჩარევა რა მასშტაბით შეიძლება. ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჰიდროელექტროსადგურებს კი არა, სხვა მრავალ საკითხსაც ვგულისხმობ, მაგალითად, მთიანეთში საძოვრების პრობლემას რამდენმა ცხვარმა შეიძლება იბალახოს 1 ჰექტარზე და რამდენი დღის განმავლობაში? თუ დადგენილი ზღვარი დაირღვევა, ამას ფერდობების გადაძოვება მოჰყვება, გადაძოვება კი ეროზიას იწვევს, რაც ნიადაგს გადარეცხავს. შესაბამისად, საძოვარს დიდი ხნით დავკარგავთ, რადგან ნიადაგის წარმოქმნას ასეულობით წელი სჭირდება. ეს ისეთი ბუნებრივი რესურსია, რომელსაც ცოდნა, მოვლა და მოფრთხილება სჭირდება და „კავკასიის ცენტრმა“ სწორედ ამ თემებზე უნდა იმუშაოს, რადგან მთაში ეს პრობლემა განსაკუთრებით სენსიტიურია! ცენტრი მთიან რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური თუ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაზე ორიენტირებულ პროექტებსაც შეიმუშავებს და განახორციელებს“, - განაცხადა კირვალიძემ.


წყარო: გაზეთი „ვერსია“





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42