"ის, რაც ხდება აფხაზეთსა და ოსეთში, არის „ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრეობა“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის საქმიანობის 2 წლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
„ყველამ კარგად იცით, როგორი მძიმე მემკიდრეობა გვერგო წინა ხელისუფლებისგან. ყველა სფეროში ჩვენ გვქონდა ძალიან მძიმე ვითარება. ჩვენ მოგვიაწია ძალიან მძიმე რეფორმების განხორციელება. თუნდაც ის, რაც ხდება აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში. ეს არის ის რაც დაგვიტოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
დღეს ჩვენ ვიმკით იმ შედეგებს, რაც სიძულვილის ენას და მათ გაუზრებელ ნაბიჯებს, პირველ რიგში სააკაშვილის, უგუნურ ანტისახელმწიფობრივ პოლიტიკას მოჰყვა. ამ პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს საქართველოს 20% ოკუპირებულია. ოკუპირებულია წლობით ნაფერები კოდორის ხეობა. ეს მოხდა სულ ახლახანს, წინა ხელისუფლების პირობებში. მივიღეთ ორმაგი დევნილები. ეს არის უმთავრესი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ პროგნოზირებადი და თავშეკავებული მიდგომით, მაგრამ პრინციპულობით უნდა მივუახლოვდეთ ჩვენს მთავარ ოცნებას, რომ ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში“, - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ასევე დღევანდელ მთავრობას მისი წინამორბედისგან რთული მემკვიდრეობა ერგო სოციალური კუთხითაც.
„იმ სოციალურმა პირობებმა რაც ჩვენ დაგხვდა, ყველა მოლოდინს გადააჭაქრბა. მე შემოვიარე მთელი საქართველო და ვიცი, როგორ ცხოვრობს ჩვენი ხალხი. ორ მილიონზე მეტი ადამიანი გვყავს გაჭირვებაში. ბევრ სოფელში სასმელი წყლის, გაზის და ელექტროენერგიის პრობლემაა. იმ ხელისუფლების ხელში, რომელიც თავს იმშვენებდა აღმშენებლობით, ამ ხელისუფლების პირობებში ხალხი უწამლობით იხოცებოდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






