საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას ორწლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
პრემიერის განცხადებით, ახალმა ხელისუფლებლამ ორი წლის მანძილზე, ყველა სფეროში მიაღია წინსვლას, თუმცა ტელევიზიებით ყველაფერი არ შუქდება, რადგან მისივე თქმით, „არ უხარიათ“.
„ჩვენ დავიწყეთ რეალური ცვლილებები და ის უდიდესი ძალისხმევა, რომელსაც ჩვენ ამ საქმეში ვდებთ, ის რეფორმები, რომელსაც ჩვენ ვახორცილებთ სხვადასხვა სფეროში, აუცილებლად მოგვიტანეს შედეგს და ფეხზე დააყენებს ჩვენს ქვეყანას. ამ ორ წელიწადში აბსოლუტურად ყველა სფეროში მივაღწიეთ წინასვლას და ამ სიტყვების უტყუარობას არამარტო ციფრები, არამედ ჩვენი საქმიანობის კონკრეტული შედეგებიც მოწმობს. მე მესმის, რომ ბევრი რამ არ ჩანს, ბევრ რამეს არ აჩვენებენ ტელევიზიაში, არ უხარიათ და მაგიტომ. მაგრამ, ხალხმა ეს იცის, ხალხი გრძნობს ამ ცვლილებებს საკუთარ თავზე“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






