„მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე „კვირის ქრონიკასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ბიძინა ივანიშვილთან შერიგებას ეცადა.
თქვენ გჯერათ, რომ გიორგი მარგველაშვილი და ბიძინა ივანიშვილიერთმანეთთან დაპირისპირებულები არიან? ხელოვნურად ხომ არ ხდება პოლიტიკური კრიზისის შექმნა, რომ რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს და „ნაციონალური მოძრაობა" სხვა პოიტიკური პარტიების ხარჯზე გაანეიტრალონ?
- ორივე პიროვნებას კარგად ვიცნობ, ივანიშვილმა გულწრფელად გამოთქვა თავისი მოსაზრებები. ივანიშვილმა გულწრფელად გამოთქვა თავისი მოსაზრებები. მარგველაშვილი ივანიშვილთან შერიგებას ეცადა, კიდევაც ჩავიდა ურეკში მასთან შესახვედრად, მაგრამ ივანიშვილმა არ მიიღო. ბიძინა ივანიშვილი არის ძალიან ნაწყენი, ამიტომ გამოვრიცხავ, რომ ისინი ტანდემში მოქმედებენ პოლიტიკური კრიზისის შესაქმნელად... კინკლაობა, რასაც ჩვენ ვხედევთ და რაზეც მთელი დასავლეთი იცინის, არის რეალური...
წყარო: გაზეთი "კვირის ქრონიკა"
მასალის გამოყენების პირობები






