ჟურნალისტი ინგა გრიგოლია „ფეისბუქის“ პირად გვერდზე კოლეგებს „მორალისტური პოსტების“ გამო აკრიტიკებს.
"რა უხერხულია, შენ რომ რაღაც გაუგებარ გადაცემას აკეთებ, უკვე კარგა ხანია რომლის ყურებადობაც 0,00 რაღაც პროცენტია, რომელიც კაცს არ უნახავს, იმიტომ, რომ უინტერესოა და უხარისხო და საკუთარის გამოსწორების ნაცვლად, სხვების გადაცემაზე რომ ხარ ჩაფიჩინებული, გიჟივით უყურებ ეკრანს და გიჟივით წერ მერე ფბ-ზე მორალისტურ პოსტებს... ძაან უხერხულია... ძააან... ერთი-ორ ჩემს კოლეგაზე ვწერ))))) თან ძაან მინდა მათი "მოთაგვა", მაგრამ მაინც მერიდება ჯერ... აი, მაგარი რომ ჰგონიათ თავი და უსაშინლეს გადაცემებს რომ აკეთებენ...", - წერს გრიგოლია.
მის პოსტს ნანუკა ჟორჟოლიანი გამოეხმაურა.
„დიდი ხანია ვაკვირდები მაგ კრიტიკის ამბავს და ზოგადად ეგრეა;) რაც უფრო მეტად არ გამოსდის, ვერ აკეთებს, ვერ ქმნის პროდუქტს ჩვენს სფეროში, მით უფრო მეტს ეგ "სასტავი" ან ადამიანები ლაპარაკაბობენ. ამჯერად არ ვიცი, ვის გულისხმობ, მაგრამ დიდი ხანი მხოლოდ იმათ კრიტიკას ვკითხულობდი სტატიებში, ვინც 1% წლები ვერ ასცდა:)“, - წერს ჟორჟოლიანი.
მასალის გამოყენების პირობები






