15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობა” არასაპარლამენტო ოპოზიციასთან კონსულტაციების დაწყებას დღეიდან გეგმავს.
რომელი პარტიები შეუერთდებიან მათ მოწოდებას ჯერ უცნობია, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული აქვთ "ახალ მემარჯვენეებს". ისინი ამ აქციაში მონაწილეობას არ აპირებენ. საპროტესტო აქცია 15 ნოემბერს რუსთაველის გამზირზეა დაგეგმილი.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, საპროტესტო აქციით ისინი შეეცდებიან გააპროტესტონ რუსეთის პოლიტიკა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში და ასევე, მოუწოდონ საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ საქართველო არასოდეს შეეგუება რუსეთის მისი ტერიტორიების ოკუპაციას, აფხაზეთში განხორციელებულ ეთნიკურ წმენდას და დევნილების გამოდევნას.
„ნაციონალურ მოძრაობა“ არამხოლოდ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, არამედ რიგით მოქალაქეებსაც მოუწოდებს შეუერთდნენ აქციას.
მასალის გამოყენების პირობები






