ნანუაშვილი ხელისუფლებას მოხეში დემოტაჟის შეჩერებას და დიალოგისკენ მოუწოდებს
პოლიტიკა - 10:08, 27 Oct, 2014     415

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენები ხელისუფლების მხრიდან ადეკვატურ რეაგირებას საჭიროებს. ამის შესახებ ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები შეხვდნენ სამცხე–ჯავახეთის მუფტს, სოფელ ჭელას წინამძღვარს და ადგილობრივ მუსლიმ თემს, რომელთა ინფორმაციით, ორშაბათს 27 ოქტომბერს კვლავ იგეგმება სოფელ მოხეში სადავოს შენობის დემონტაჟის გაგრძელება. მათი შეფასებით, მსგავს მოქმედებას, სოფელ მოხეში შესაძლოა სიტუაციის რადიკალიზება მოჰყვეს.

საქართველოს სახალხო დამცველი ითვალისწინებს რა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელთა, ასევე საქართველოს საპატრიარქოს მიერ სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენების შესახებ გაკეთებულ განცხადებებს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აღნიშნული საკითხის დიალოგის რეჟიმში განხილვის აუცილებლობას. ხოლო, განხილვამდე დემონტაჟის პროცესის შეჩერებას. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სსიპ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სწორედ ის ორგანოა, რომელიც რელიგიის საკითხებზე, მათ შორის სადავო ნაგებობებთან დაკავშირებული დავების განხილვასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა იყოს ჩართული. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს განცხადებით, ისევე როგორც სამცხე–ჯავახეთის მუსლიმი მოსახლეობის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებისათვის მოწოდებული ინფორმაციით დასტურდება, რომ სოფელ მოხეში მდებარე ნაგებობასთან დაკავშირებით ადგილობრივმა თვითმმართველობამ ისე მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკითხის განხილვის პროცესში მონაწილეობა სააგენტოს არ მიუღია. ამასთან, სამცხე–ჯავახეთის მუფტმა საქართველოს სახალხო დამცველს მიაწოდა დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ მუსლიმი მოსახლების მოთხოვნებით განცხადებები შეტანილი იყო, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, ასევე რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოში.

საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები 2014 წლის 24 ოქტომბერს იმყოფებოდნენ ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, იქ განვითარებული მოვლენების შესწავლის მიზნით. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები შეხვდნენ და გაესაუბრნენ სოფლის მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას, 2014 წლის 22 ოქტომბერს სოფელ მოხეში დაკავებულ პირებს. ასევე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და ამავე მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს. საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხისა და ბორჯომის დროებითი მოთავსების იზოლატორებში, სადაც 2014 წლის 22 ოქტომბერს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში დაკავებული პირების დროებით მოთავსების იზოლატორში განთავსებისა და გარეგანი დათვალიერების ოქმებს გაეცნენ. ადგილობრივი მუსლიმების ახსნა–განმარტებებით დასტურდება, რომ 22 ოქტომბერს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოყენებული იქნა გადამეტებული ძალა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ. დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი გარეგნული დათვალიერების ოქმები კი ადასტურებს, რომ დაკავებულ პირებს სხეულზე აღენიშნებოდათ სხვადასხვა სახის დაზიანებები.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება პოლიციელების მიერ 22 ოქტომბერს სავარაუდო ძალის გადამეტების ფაქტებზე და უმოკლეს ვადებში გააცნონ საქართველოს სახალხო დამცველს და საზოგადოებას გამოძიების შედეგები. აუცილებელია, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ გამოყენებული გადამეტებული ძალის ფაქტები არ დარჩეს დაუსჯელი.

საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლებისათვის მიცემულ ახსნა–განმარტებაში ადგილობრივი მუსლიმები ასევე საუბრობენ სადავო ნაგებობის დასუფთავებაში პოლიციის წარმომადგენლების მონაწილეობაზე, მაშინ როცა საქართველოს პოლიცია საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად (მუხ. 3, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი). ამასთან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე–8 მუხლის თანახმად, „პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს“.

საქართველოს სახალხო დამცველის მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას იმოქმედოს საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად და არ დაუშვას რელიგიურ უმცირესობათა უფლებების დარღვევა. სახელმწიფო მოხელეთა მოქმედებები ყველა დონეზე უნდა ემყარებოდეს თანასწორუფლებიანობას და უზრუნველყოფდეს ქვეყანაში ტოლერანტული გარემოს შექმნას.

საქართველოს სახალხო დამცველის აგრძელებს სოფელ მოხეში განვითარებული მოვლენების შესწავლას“, - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42